უცნაური და საინტერესო არქიტექტურული პროექტები მსოგლიო გარშემო
ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.
უჩინარი სახლი - სახლი, რომელსაც სარკის ფასადი აქვს წარმატებით ირეკლავს ადგილობრივ, ულამაზეს პეიზაჟს. ეს უნიკალური სახლი იტალიაში მდებარეობს და მისი შექმნის იდეაც იტალიელ არქიტექტორს, პიტერ პიხლერს ეკუთვნის. მან გადააადგილა ბლოკები იმისათვის, რომ სახლისთვის მეტი დინამიურობა შეეძინა, ხოლო მთელი შენობა პლატფორმაზე შედგა, რათა მისთვის სიმსუბუქის განცდა შეემატებინა.
Pulp Pavilion by Ball-Nogues - მონუმენტს ჰქონდა შესანიშნავი სტრუქტურა და მატერია. ხისმაგვარი სვეტები შეიქმნა ხელნაკეთი ჯუთის თოკისგან, რომელიც შემოხვეულია მოსახსნელი ლითონის ძელზე და ტროსის ტოტებზე. ისტალაციის ფერი მიღებულია გადამუშავებული ნარჩენებისგან გაკეთებული ქაღალდით.

ტალღების პოეზია - უნიკალური შენობა, რომელიც პორტლენდში, აშშ-ი მდინარე ვილამენტთან მდებარეობს, ნამდვილად არის ყურადღების ღირსი. ეს სახლი თავისი უნიკალური დიზაინით იმსახურებს ყველაზე საოცარი, მცურავი სახლის ტიტულს. მისი მფლობელები ოცნებობდნენ ისეთი სახლში ეცხოვრათ, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც საინტერესო ფორმებით იქნებოდა გამორჩეული. მათ შეძლეს და აისრულეს ოცნება. სახლის პანორამული ფანჯრიდან ხედი წყალზე იშლება, ხოლო უკანა ფასადი და კედლები ყრუა.
Crown Ether by Olalekan Jeyifous – 15 მეტრის სიმაღლის, ფერადი ხის სახლი ამშვენებდა კოაჩელას ფესტივალს 2017 წელს, რომელსაც საკმაოდ დამაინტრიგებელი სიმბოლური დატვირთვა ქონდა - პლინტუსი დასვენებისთვის და ჩრდილი, დამალვისთვის. როგორც დიზაინერი ამბობს, ქვემოთ მდებარე სივრცე ქმნის შენობის მიუწვდომელ წრეს, რადგან უხსვარი დროიდან მოყოლებული, მთხრობელები, წინასწარმეტყველები, მოწაფეები და უბრალო ხალხი იკრიბებოდა მსგავს ადგილებში, რათა დაესვენათ და გაეცვალათ ერთმანეთში ჯერ არ მოყოლილი ისტორიები
ჩვენ გირჩევთ
ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო
როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე.
“ზღაპრები“- უნიკალური არქიტექტურული ღონისძიება და მისი საინტერესო ისტორია
არქიტექტორები ფიქრობენ, რომ შეჯიბრებების, პუბლიკაციებისა და პროექტების საშუალებით, შესაძლებელი ხდება საზოგადოებამ არქიტექტურის ნამდვილი სახე დაინახოს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7