„პლასტმასის სახლები“ - უსახლკაროთა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რევოლუციური გზა
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები უამრავ ღონისძიებას ატარებენ პლასტმასის ნარჩენების რიცხვის შესამცირებლად, მათი რაოდენობა მაინც არ იკლებს.
ეკოლოგიურ პრობლემებზე აქტიურმა მსჯელობამ განაპირობა ის, რომ დღეს ყველამ ვიცით მათი მნიშვნელობა და გადაწყვეტილებების მიღება მათი გათვალისწინების გარეშე არ ხდება. პირველადი ეკოლოგიური პრობლემების რიცხვში შედის პლასტმასის გადამუშავებაც. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში 47 მილიონი პლასტმასის ბოთლი რჩება ნარჩენის სახით, ხოლო მთელს მსოფლიოში გამოყენებული ასეთი ბოთლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მათით დედამიწის გარშემო წრე 4-ჯერ შეიკრას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები უამრავ ღონისძიებას ატარებენ ამ რიცხვის შესამცირებლად, პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა არ იკლებს.

აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა მშენებლობის ისეთი ტექნიკა, რომელმაც შესაძლოა უსახლკაროებისა და ეკოლოგიური პრობლემები ერთდროულად გადაჭრას. საქმე იმაშია, რომ აფრიკაში მოსახელობამ გადაწყვიტა პლასტმასის ბოთლებისგან სახლები აშენოს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შედეგად საკმაოდ მყარ კონსტრუქციას ვიღებთ. „ბოთლების კედლის ტექნიკა“ გერმანულმა კომპანიამ, Ecotec Environmental Solutions გამოიგონა. სწორედ კომპანია ატარებს ტრეინინგებს ნიგერიაში, ქვეყანაში, სადაც 16 მილიონ ადამიანს არ აქვს თავშესაფარი. პროცესი ძალიან მარტივია: თავდაპირველად გროვდება ბოთლები და ისინი ქვიშით ივსება. უკვე ავსებული ბოთლების წყობა კი ერთმანეთს ტალახით ან ცემენტით უკავშირდება. სტრუქტურა საკმაოდ მჭიდრო და უჩვეულოდ მყარია (ოცჯერ მყარი, ვიდრე აგურის კედელი), ამბობენ, რომ ასე აშენებული სახლი ცეცხლგამძლე და ტყვიაგამძლეა. ტიპიური, 2 საძინებლიანი სახლის აშენება, სველი წერტილითა და სამზარეულოთი სულ 14 000 პლასტმასის ბოთლს მოითხოვს და საბოლოო ჯამში იმის მეოთხედი ჯდება, რაც ტრადიციული მასალით აშენებული მსგავსი სახლი.
ამ ტექნოლოგიას მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ცემენტის გამოყენების გარეშე, 8000 ბოთლით იქნა აშენებული ეკო-სახლი ჰონდურასის ეკოპარკში. სწორედ ეს სახლი იჭერს მწვანე გადახურვასაც, რომლის მასა დატენიანებისას 30 ტონასაც აღწევს. რაც შეეხება დიზაინს, ფერადი ბოთლის თავსახურები და მათი სხვადასხვანაირი წყობა საინტერესო კონცეფციებს ქმნის ინტერიერსა და ექსტერიერზე.
ასეთი სახის მუშაობა ბევრი ადამიანის დასაქმებას მოითხოვს: ბოთლების დაწყობასა და მათ ქვიშით ავსებას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნიკას ძირითადად განვითარებადი ქვეყნები იყენებენ, გერმანული კომპანია ფიქრობს, რომ ასეთი მშენებლობა უნდა დანერგოს ყველა იმ ქვეყანამ, სადაც მიუსაფარ ხალხთა რაოდენობა დიდია.
ჩვენ გირჩევთ
გიგანტური ოქროს ჩარჩო დუბაიში უკვე გაიხსნა
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა.
ფუნქციური და ორიგინალური არქიტექტურული ინსტალაციები საჯარო სივრცეში
ყველაზე გამორჩეულ ქალაქებსაც აქვთ ისეთი საჯარო სივრცე, რომელთა შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7