ყინულისა და თოვლის განსაკუთრებული ფესტივალები - გამორჩეული სანახაობა ზამთრის პერიოდში
ყინულისა და თოვლის ფესტივალები, ზამთრის პერიოდს კიდევ უფრო მიმზიდველს და განსაკუთრებულს ხდის.
ყინულისა და თოვლის ფესტივალები, ზამთრის პერიოდს კიდევ უფრო მიმზიდველს და განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჰარბინის ყინულის ფესტივალზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის ფესტივალია, თუმცა მსოფლიოში უამრავი განსხვავებული და შთამბეჭდავი ღონისძიებაა, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს. ამიტომ, გაგაცნობთ არანაკლებ მასშტაბურ და დაუვიწყარ თოვლისა და ყინულის ფესტივალებს.
ყინულისა და თოვლის ფესტივალები, ზამთრის პერიოდს კიდევ უფრო მიმზიდველს და განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჰარბინის ყინულის ფესტივალზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის ფესტივალია, თუმცა მსოფლიოში უამრავი განსხვავებული და შთამბეჭდავი ღონისძიებაა, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს. ამიტომ, გაგაცნობთ არანაკლებ მასშტაბურ და დაუვიწყარ თოვლისა და ყინულის ფესტივალებს.
საპოროს თოვლის ფესტივალი, იაპონიის ქალაქ საპოროში ტარდება და ის, თებერვალში, 7 დღის განმავლობაში გრძელდება. ოდორის პარკი, სუსუკინო და ცუდომე ფესტივალის წამყვანი უბნებია. 2017 წლისთვის ფესტივალი 6 თებერვლიდან 12 თებერვლამდე ჩატარდება. ეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თვალწარმტაცი ყინულის ფესტივალია. საპოროს ყინული ფესტივალი გამოირჩევა ხალხმრავლობით. აქ 2007 წლისთვის, ათასობით თოვლის ქანდაკებისა და ყინულის სკულპტურის სანახავად, 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. თოვლის სკულპტურების საერთაშორისო შეჯიბრება ოდორის პარკში 1974 წლიდან ტარდება და მასში ათეულობით ჯგუფი მონაწილეობს ხოლმე. 2017 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ქანდაკებების რადენობა 400-ს მიაღწევს. მაყურებელისთვის ოდორის პარკში ტელევიზორი დამონტაჟდება, რათა მათ უკეთ ადევნონ თვალი ფესტივალს.
თემა ქანდაკებებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანია. ისინი ძირითადად წარმოადგენენ რამე ცნობილ შენობას ან ადამიანს. მაგალითად, 2004 წელს ასეთი პერსონა ბეისბოლის ცნობილი მოთამაშე ჰიდეკი მაცუი იყო, რომლის ქანდაკებაც თოვლის ფესტივალისთვის მომზადდა. ძირითადად სკულპტურები თოვლისგან იქმნება. ზოგჯერ ამ ყველაფერს მუსიკალური გაფორმებაც ახლავს თან. მაყურებელს ასევე შეუძლია დატკბეს გრძელი თოვლისა და ყინულის სასრიალოებით და დააგემოვნოს ნაციონალური კულინარიის შედევრები. თოვლის ფესტივალი 1950 წელს დაიწყო, როცა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა 6 თოვლის ქანდაკება ააგეს ოდორის პარკში. 1955 წელს კი პირველი მასიური თოვლის სკულპტურა აიგო. 1974 წელს თოვლის ქანდაკებებს ცილინდრის დახმარებით აგებდნენ. ეს იმიტომ, რომ ამ პერიოდში იაპონიაში ენერგეტიკული კრიზისი იყო, რის გამოც სატვირთო მანქანები თოვლის გადაზიდვისთვის, ფაქტობრივად, არ გამოიყენებოდა.
2005 წელს იაპონელმა „ვარსკვლავური ომების“ გულშემატკივრებმა ყველაზე ეპიკური ხელოვნების ნიმუში შექმნეს - რა თქმა უნდა, თოვლის სკულპტურის სახით. ბულდოზერი დასჭირდა 3 500 ტონა თოვლის გადაზიდვას, რომელმაც საბოლოოდ 23 მეტრის სიგანისა და 15 მეტრის სიმაღლის მონუმენტის სახე მიიღო.
2016 წელს თოვლის ფესტივალში მონაწილეობა თორმეტმა ჯგუფმა მიიღო. ისინი მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსულები ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ, გამარჯვებული ლატვია გახდა.
ნამუშევრის სახელი „ხიდი“ იყო. როგორც მისი შემქმნელები ამბობდნენ, ეს არის ხიდი ორ განსხვავებულ სამყაროს შორის. თითოეული მათგანი დამოუკიდებელი და აბსოლუტურად განსხვავებულია მეორესგან. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ორი ნაწილია, რაღაც ერთი, აბსოლუტური და მშვენიერი ძალის.
იაპონიისგან განსხვავებით ამსტერდამში 2016 წელს პირველად ჩატარდა ყინულის ფესტივალი. წლევანდელი თემაა „მუსიკა შთააგონებს“. მუსიკის ნებისმიერი ჟანრი დასაშვები იქნება, დაწყებული კლასიკურიდან დამთავრებული თანამედროვეთი. 42 საერთაშორისო ყინულის ხელოვანი 550 000 კილოგრამ ყინულს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის მინუს 10 გრადუს ტემპერატურაში. ყინულის ფესტივალი 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.
ყინულის მუსიკის მუზეუმი მაყურებელს დაუვიწყარ გამოფენას პირდება. მუზეუმის შესასვლელი 1 500 მეტრ კვადრატია. თავიდან აქ პრინცის, დევიდ ბოუვის და ემი ვაინჰაუზის ყინულის ქანდაკებები შეგხვდებათ. მათი სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. ყინული, მინუს ტემპერატურა, განათება, მუსიკა, ეფექტები სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. ყინულის სკულპტურები თავიანთი მისტიკურობით აუცილებლად გაგაოცებთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი ყველაზე დიდი ზამთრის ივენთია ამსტერდამში, რომელიც 150 000 მნახველს ითვლის.
ჩვენ გირჩევთ
სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ფესტივალები, როგორც საინტერესო და თვალწარმტაცი სანახაობა
ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.
ნარჩენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და მისი სწორად გადამუშავების აუცილებლობა
ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7