ექსტერიერი

ყველაფერი ბაღების გაშენების კულტურის შესახებ

ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

2171

ბაღი ურბანული პარკისგან განსხვავებული სივრცეა. ის ინდივიდუალური გემოვნებითა და კერძო შემთხვევების წყალობითაა დაგეგმილი. ბაღი სივრცეს არ ერგება. პირიქით, იგი იყენებს სივრცეს რაიმე კონკრეტულის წარმოსაჩენად, იქნება ეს ლანდშაფტის რაიმე თავისებურება, თუ ფუნქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაღი სივრცის ინდივიდუალურ, სიმბოლურ გარდაქმნას ემსახურება.

ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს. ზოგადად, ნატურალურის სიმულაციას ძველ დროში საკრალური დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვა ქვეყანაში მას ტრადიციის, ფილოსოფიისა და ცხოვრების სტილის გამოსახატად იყენებდნენ. სწორედ ასეთი, მოწესრიგებული ბაღებია დღევანდელი ურბანული სივრცეებისა და ლანდშაფტის დიზაინის არსებობის წინაპირობა.

ბაღი ურბანული პარკისგან განსხვავებული სივრცეა. ის ინდივიდუალური გემოვნებითა და კერძო შემთხვევების წყალობითაა დაგეგმილი. ბაღი სივრცეს არ ერგება. პირიქით, იგი იყენებს სივრცეს რაიმე კონკრეტულის წარმოსაჩენად, იქნება ეს ლანდშაფტის რაიმე თავისებურება, თუ ფუნქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაღი სივრცის ინდივიდუალურ, სიმბოლურ გარდაქმნას ემსახურება.

ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს. ზოგადად, ნატურალურის სიმულაციას ძველ დროში საკრალური დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვა ქვეყანაში მას ტრადიციის, ფილოსოფიისა და ცხოვრების სტილის გამოსახატად იყენებდნენ. სწორედ ასეთი, მოწესრიგებული ბაღებია დღევანდელი ურბანული სივრცეებისა და ლანდშაფტის დიზაინის არსებობის წინაპირობა.

Cntraveler.com
Cntraveler.com

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული დამკვიდრდა აზრი, რომ ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე, გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული, მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში - ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე და რა თქმა უდნა, ეს მწვანე ადგილები აუცილებლად მოითხოვს მოვლასა და მოფრთხილებას. მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. თუ თქვენ მებაღეობა გიტაცებთ, გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეების და მცირე ფორმების არჩევა ბაღისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლისთვის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.

Canadasgardenroute.ca
Canadasgardenroute.ca

ბაღში ასევე უმნიშვნელოვანესია ყვავილებისა და ფოთლების ფერი. დაყავით ბაღი თემატურად მცენარეების ფორმისა და ფერების მიხედვით, ასე ბაღში კონკრეტულ განწყობას შეიქმნით. თუ გსურთ, რომ ბაღი ერთფერიანი მცენარეებით აავსოთ გაითვალისწინეთ, რომ ფერის შესარბილებლად კარგი იქნება სხვადასხვა ტონების გამოყენება. ასე მაგალითად: თეთრი ფერის ყვავილებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ შეგიძლიათ შეურიოთ კრემისფერი, ღია ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი ყვავილები. რაც შეეხება კაშკაშა ფერებს: წითელი, მუქი ვარდისფერი ნარინჯისფერი ყვავილები თქვენს ბაღს აუცილებლად გაახალისებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ შეიძლება კაშკაშა ფერის ყვავილების ბაღის ბოლოში დარგვა, ასე თქვენი ბაღი უფრო პატარა გამოჩნდება. ბაღის მცენარეების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონურობაც. ისინი, ისე უნდა შეირჩეს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს თავისებურად ლამაზი იყოს. დარგეთ უცუნა, ასტრები, ქრიზანთემები, ყოჩივარდები და გეორგინები, როლებიც გვიან შემოდგომას ყვავილობენ. კროკოსმია და რუდბეკია ზაფხულში იწყებენ ყვავილობას და ადრე შემოდგომამდე აგრძელებენ. ზამთრის ბაღისთვის კი კარგია მარადმწვანე მცენარეები, ასევე ხარისძირა, ქონდარა ზამბახი და სხვ.

Pashleymanorgardens.com
Pashleymanorgardens.com

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბაღები ერთმანეთისგან ფუნქციის, დიზაინის, ლანდშაფტისა და კულტურის მიხედვით განსხვავდებიან.

ჩინური ბაღი

ჩინეთში ბუნების მინიატურული ასლის შექმნის კულტურა 3000 წლის წინ გაჩნდა. სწორედ მათი ტრადიციისგან განვითარდა იაპონური ბაღებიც. ჩინური ბაღის მთავარი იდეაა აჩვენოს მცირე მასშტაბიანი, სიმბოლური სივრცე, სადაც ასახულია როგორი უნდა იყოს კაცისა და ბუნების იდეალური ურთიერთობა. უცნაურია, რომ სამი ათასი წლის წინ ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე ფიქრობდნენ. არა მხოლოდ ფიქრობდნენ, მოახერხეს კიდეც ამ იდეის განხორციელება. იაპონური ბაღების მსგავსად, ძირითადი ელემენტები აქაც დიდი ბუნების სიმბოლოებია. კომპოზიციის ცენტრალური ნაწილები წყლის სარკე, ლოდები, მოკირწყლული ან კენჭებიანი ბილიკები და ზიგზაგური, გალერეებია. ტიპური ჩინური ბაღი კედლებითაა შემოსაზღვრული. ამ კულტურაში ყველა ადამიანს საკუთარი, ინტიმური სივრცე აქვს. ამას ადასტურებს ისიც, რომ განსხვავდებოდა იმპერატორის, პოეტის, მებრძოლისა და ვაჭრის ბაღები. თუ გნებავთ, რომ საკუთარ ბაღში ზენის სივრცე მოაწყოთ: იაპონური ან ჩინური განწყობა შეიტანოთ, მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ ზუსტი ქაოსი და მხოლოდ თქვენთვის მოწყობილ, ინტიმურ სივრცეზე იფიქროთ.

Discover.silversea.com
Discover.silversea.com

იაპონური ბაღი

კულტურისა და მისი შექმნილი, განსაკუთრებული „სილამაზის“ ურთიერთობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები. იაპონური ბაღი, ისევე, როგორც ყველა სხვა ბაღი, მთლიანად ბუნების მინიატურული, გაიდეალებული ვარიაციაა. თითქოს სრულყოფილი ლანდშაფტის მაკეტია. იაპონური აბსტრაქტული, მაგრამ მაინც სტილიზებული ბაღები, ჩინეთიდან იღებს სათავეს. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, იაპონელებმა მოახერხეს ბაღების დახვეწა და საკუთარი კულტურის მთავარ მახასიათებლად ქცევა. ლანდშაფტის კლასიფიკაცია მარტივად, დანიშნულების მიხედვით ხდება და ერთმანეთისგან ესთეტიკითა და გეგმარებით განსხვავდება. მაგალითად არსებობდა ბაღები მედიტაციისთვის, ჩაის ცერემონიისთვის, სასეირნო ბაღები, სადაც ყველა კუთხიდან მკაცრად დაგეგმილი კომპოზიციის აღქმაა შესაძლებელი და ასე შემდეგ. მთავარი განსხვავება იაპონურ ბაღებსა და ევროპულ ალტერნატივაში ალბათ ისაა, რომ აღმოსავლური კულტურა ბაღს ადამიანის ფუნქციების შესასრულებელ, საკრარულ ადგილად აღიქვამს და არა მდიდრული ვილის მოსართავად.

Dmagazine.com
Dmagazine.com

ფრანგული ბაღი

აღმოსავლური კულტურისგან განსხვავებით, ფრანგები ბაღებს ბუნებრივ, ინტიმურ სივრცედ არ აღიქვამენ. საფრანგეთში გვხვდება ფორმალური და ლანდშაფტური ბაღის სახეობები. ამ ტიპის გამწვანება თითქოს ცდილობს ბუნებაში ადამიანური წესრიგი და ძალაუფლება შეიტანოს: მკაცრადაა ხაზგასმული, რომ ბაღის პატრონი ადამიანია და ის დომინანტი არსებაა. „წესრიგი“ ბუნებაში სიმეტრიითა და გეომეტრიული გეგმით შექონდათ. საინტერესოა კიდევ ერთი კულტურული განსხვავება: ფრანგული ბაღის მთლიანი კომპოზიცია იმისთვის იყო შექმნილი, რომ დიდებულებს იგი ძირითადად ტერასიდან, ანუ სიმაღლიდან დაენახათ და სიმეტრიული ფორმები აღექვათ. მაშინ, როცა იაპონური და ჩინური ბაღების „დათვალიერება“ სავალი ბილიკებიდან ხდებოდა. ასე რომ, თუ რევოლუციამდელი საფრანგეთი გიტაცებთ, ან უბრალოდ ასეთი ესთეტიკა მოგწონთ, სიმეტრიულად დარგეთ კარგად გასხლული ხეები და ყვავილები, გამოიყენეთ ორნამენტული გეგმარება და ხაზი გაუსვით იმას, რომ ადამიანი ბუნებრივ ესთეტიკაზე მაღლა დგას.

Amazon.com
Amazon.com

ინგლისური ბაღი

ინგლისური ბაღი თამამად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი ურბანული პარკების წინაპრად. ფრანგული სიმეტრიული ნარგავების გაშენება სწორედ ამ „სტილმა“ ჩაანაცვლა ევროპაში. ინგლისური ბაღი ბუნების გაიდეალებას ემსახურება - იგი ლანდშაფტის ერთ, იდეალურ მონაკვეთს წარმოადგენს, სადაც ადამიანი არ ერევა, მისი ფუნქცია მხოლოდ სეირნობა და აღფრთოვანებაა. ინგლისურ ბაღებში ხშირია მცირე, „ჩაკარგული“ არქიტექტურული ფორმები. პატარა გალერეა ან როტონდა, რომელიც ძალდაუტანებლად ერწყმის ბუნებას.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ახალი წელი იაპონიაში ანუ როგორ ხვდება დღესასწაულს ამომავალი მზის ქვეყანა!

იაპონელები, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით აღნიშნავენ.

2259
ნახე მეტი
ექსტერიერი

სხვადასხვა აქტუალური სტილი ექსტერიერის დიზაინში ბაღის მოსაწყობად

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი?

1244
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575