ექსტერიერი

ყველაზე ძვირადღირებული ქუჩები, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სახლობენ

მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ

1513

ვარსკვლავური ხედი, შესანიშნავი ამინდი, სავაჭრო და სასადილო დაწესებულებებთან სიახლოვე - ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით გარკვეული ქუჩები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყურადღებას იპყრობს. როგორც ჩანს, მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ. ქვემოთ მოცემული სამი ქუჩა, ყველაზე მდიდარი ადამიანების რჩეულია და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულადაა აღიარებული.

ვარსკვლავური ხედი, შესანიშნავი ამინდი, სავაჭრო და სასადილო დაწესებულებებთან სიახლოვე - ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით გარკვეული ქუჩები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყურადღებას იპყრობს. როგორც ჩანს, მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ. ქვემოთ მოცემული სამი ქუჩა, ყველაზე მდიდარი ადამიანების რჩეულია და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულადაა აღიარებული.

წყარო: executivehomeshk.com
წყარო: executivehomeshk.com

ჰონგ კონგში მდებარე პოლოკის გზა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ ადგილად ითვლება. თუ Billionaire.com-ის კვლევას დავუჯერებთ, აქ ერთი კვადრატული მეტრი 120 000 აშშ დოლარი ღირს. გზას ეს სახელი ცნობილი ინგლისელი ადვოკატის საპატივცემულოდ დაერქვა. ვიქტორია ჰარბორის სულისშემკვრელი ხედები და ულტრა მდიდრული აპარტამენტები პოლოკის გზას ყველაზე სასურველ საცხოვრებელად აქცევს. რადგანაც თავდაპირველად ეს ადგილი კოლონიელი ბრიტანელი ბიუროკრატების თავშეყრის სივრცეს წარმოადგენდა, დღესდღეობით აქ უამრავი ტოპ ბიზნესმენი და ინდუსტრიალისტი იკრებება. ამ ქუჩაზე ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი და მსახიობი სტივენ ჩოუ ცხოვრობს.

წყარო: bornrich.com
წყარო: bornrich.com

კენსინგტონ პალას გარდენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უმდიდრესი ქუჩაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. აქ მდებარე სახლები იმდენად ძვირადღირებულია, რომ მათ ბევრი ბანკირი თუ ლატარიის გამარჯვებულიც კი ვერ შესწვდება. უძრავი ქონების კომპანიის Zoopla-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთი საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი დაახლოებით 19.2 მილიონი ევროა. აქ აშენებულია ექსტრაორდინალური მიწისქვეშა სპორტული მოედანი, ტენისის კორტი, გამასაჯანსაღებელი ცენტრი და კერძო საავტომობილო მუზეუმი (რომელიც 6 ვინტაჟურ ფერარის იტევს). ქუჩა ასევე გამორჩეულია იმით, რომ ის მრავალ საელჩოს მოიცავს საფრანგეთის, რუსეთისა და იაპონიის ჩათვლით. გასაკვირი არ არის, რომ კენსინგტონ პალას გარდენს ლონდონის მილიარდერების რიგსაც უწოდებენ. აქ მდებარეობს პრინცი ჯორჯის, რომან აბრამოვიჩის და ბრუნეის სულთნის სახლები. ამ უკანასკნელის ფანჯრებიდან კი ოქროს ჭაღებსაც კი დაინახავთ.

წყარო: michelebergh.wordpress.co
წყარო: michelebergh.wordpress.co

პრინცესა გრეისის ავენიუ მონაკოში მდებარეობს. რა თქმა უნდა, დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ ამ ადგილს სახელი პრინცესა გრეის კელის საპატივცემულოდ უწოდეს. მონაკო მილიარდერებით ფორმულა 1-ის დროს მაისში ივსება ხოლმე, თუმცა ბევრი მდიდარი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში აქ დიდი სიამოვნებით ცხოვრობს. განსაკუთრებული პოპულარობით კი მონაკოში, ყველაზე ექსკლუზიური, პრინცესა გრეის კელის ავენიუ სახელდება. აქ ჩანჩქერის არაჩვეულებრივი ხედი ჩანს. კვადრატული მეტრის ღირებულება დაახლოებით 50 000 ევროა. აქვეა „Tour Odéon“ - ორმაგი ცათამბრჯენი, რომელიც მონაკოში ყველაზე დიდი შენობაა. გრეის კელის ავენიუზე ისეთი ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორებიცაა ანდრეა ბოჩელი, როჯერ მური და ლუის ჰამილტონი.

წყარო: brabbu.com
წყარო: brabbu.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

გამორჩეული საახალწლო ინსტალაციები, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ფორმა!

ახალი წლის ინსტალაციები ხშირად ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ატრაქციად იქცევა ხოლმე.

1566
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბაღის ავეჯის შერჩევისას გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები

თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, რომელსაც ლამაზი ეზო ამშვენებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააწყდებით გარე ავეჯის შერჩევის პრობლემას

1964
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575