რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად
რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ
ადამიანისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა მთავარი გამოწვევაა არქიტექტურისა და ხელოვნების ისტორიისთვის. ზოგადად, არქიტექტურა სინთეტური დარგია და მისი მთავარი ამოცანა სივრცის სწორი ფორმირებაა. ჰარმონიას ყველა ჩვენგანი სხვადასხვა გზით პოულობს, ამიტომაც "სწორი" დაგეგმარების სხვადასხვა ხერხი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩვენს თანამედროვეობაში ძალიან პოპულარულია და სულ უფრო და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, არის ფენ შუი.
ფენ შუი ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემაა, რომლის თვითმიზანი გარე და შიდა ენერგიების ჰარმონიზებაა. ამიტომაც, ფენ შუის მიმდევრებისთვის სახლი განსაკუთრებული ადგილია: აქ ხდება ენერგიების მიმოცვლა, დაგროვება და გაწმენდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფენ შუი სახლს სწავლობს ისე, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. არქიტექტურა ძირითადად ფუნქციურ კანონებსა და წესებზეა დამყარებული, ინტერიერი კი მშვენიერებაზე. ფენ შუის ამ დისციპლინებში ახალი, გრძნობების სისტემა შემოაქვს. ფენ შუისთვის მთავარია როგორ ემოციას იწვევს დიზაინი ადამიანში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფენ შუი ძალიან სცდება ისეთ პრიმიტიულ შეგრძნებას, როგორიც შთაბეჭდილებაა და ჰარმონიას თავის წესებს უქვემდებარებს. ამ მოძღვრებაში ყველაზე მცირე საგანსაც თავისი ენერგია აქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, ძველ აღმოსავლეთში ფიქრობდნენ, რომ ენერგიების მართვას შეუძლია ჯანმრთელობის, იღბლის და ბარაქის დამორჩილება. ალბათ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საუკუნეების განმავლობაში ფენ შუი აქტუალობას არ კარგავდა: ხალხს სჯეროდა, რომ გეომეტრიული წესებითა და საკრალური მნიშვნელობის ნივთებით შესაძლებელი იყო კეთილდღეობის კონტროლი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფენ შუი ინტერიერის ერთ-ერთ ტრენდულ მიმდინარეობად განიხილება, ყველა ხვდება, რომ ის ბევრად მეტია, ვიდრე სტილი. ზოგი აბსურდად მიიჩნევს ფილოსოფიის მიხედვით ავეჯისა და სათავსების განლაგებას, ზოგისთვის კი ეს ცხოვრების სტილია. ფაქტი ერთია: ფენ შუის საკუთარი დამოკიდებულება აქვს არქიტექტურის ყველა ასპექტთან, იქნება ეს ინსოლაცია, ფერი თუ დეკორი.
საკმაოდ რთული და საჭოჭმანო საკითხია ფენ შუის რიტუალების ყოველდღიური ჩატარება და ავეჯისა და დეკორის გეომეტრიული სიზუსტით განლაგება. თუმცა, შეუძლებელია ტრადიციული ფილოსოფიის არსებობა უშედეგოდ. ინტერიერის დიზაინერების აზრით, არის რამდენიმე საინტერესო საკითხი, სადაც თანამედროვე ტენდენციებისა და ფენ შუის აზრები ემთხვევა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია განათებულობის, ფერებისა და სივრცის გათავისუფლების ერთნაირი ხედვა. ფენ შუიში, ისევე როგორც თანამედროვე ინტერიერის დიზაინის რენდერებში ბუნებრივი განათებულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეალურად, გხიბლავთ თუ არა აღმოსავლური მოძღვრებები, განათებული სათავსო თქვენთვის მაინც აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციების ხარისხიანად შესასრულებლად. გარდა ამისა, თავისუფალი გეგმარებისა და სივრცის გამოთავისუფლების მომხრეა ფენ შუიცა და თანამედროვე არქიტექტურაც. ავეჯითა და დეკორით გადატვირთული გარემო დამღლელი და არაპრაქტიკულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფენ შუიმ ბევრად ადრე ‘გადაწყვიტა’ ინტერიერს თანამდროვე პრობლემა: პიროვნების წინ წამოწევა, რადგან ჰარმონიის წესების მიხედვით, მოდური ისაა რაც გიყვართ, ამიტომ საცხოვრებელ ადგილას მხოლოდ თქვენთვის საყვარელი და საჭირო ნივთები უნდა დატოვოთ. ფენ შუისთვის მნიშვნელოვანია ფიტოდიზაინიც: ფართოფოთლიანი მცენარე დადებით აურას იზიდავს, ბუნება ინტერიერში კი გამშვიდებთ და წმენდს სახლს. რაც შეეხება ფორმას, ფენ შუი უფრო მორკალურ, დენად ფორმებს ანიჭებს უპირატესობას, ესთეტიურად ამას ვერ შეეწინააღმდეგებით, ზოგიერთ პროექტში კვლავ აქტუალურია ოვალური ფორმები.
საინტერესოა, რატომ არ კარგავს ფენ შუი აქტუალობას, ენერგიების თავისუფლად მოძრაობის, იღბლიანი ნივთების თუ უბრალოდ გონივრული გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ ფაქტი ერთია: ზონირება, სუფთა კუთხეები, განათება, მეტი მწვანე და სივრცის გამოთავისუფლება უფრო კომფორტულსა და კეთილმოწყობილს გახდის საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს და ამას თანამედროვე ინტერიერის დიზაინერიც დაგიდასტურებთ ყველანაირი მოძღვრების გარეშე.
სტატიაში გამოყენებული პროექტების ავტორია Kim Cowell

ჩვენ გირჩევთ
პრაქტიკული რჩევები, რომლებიც შემოსასვლელი ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ!
შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს.
როგორ შევარჩიოთ ტექსტურა და პატერნი ჩვენი ინტერიერისთვის?
დიზაინი დეტალებისგან შედგება. მნიშვნელობა არ აქვს მის ტიპს: ტექნიკის, ავეჯისა თუ მოცულობის დიზაინში ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7