რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მანსარდის ინტერიერში?
თუ თქვენს სახლში საცხოვრებელი სხვენი (მანსარდი) გაქვთ, გირჩევთ, ის ფუნქციურად დატვირთოთ.
თუ თქვენს სახლში საცხოვრებელი სხვენი (მანსარდი) გაქვთ, გირჩევთ, ის ფუნქციურად დატვირთოთ. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ საძინებელი თუ მისაღები ოთახი, კაბინეტი ან დამატებით სააბაზანო. ყველაფერი ეს, თავისთავად, თქვენს სურვილებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე მანსარდის ინტერიერის დიზაინი და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ მის მოსართავად.
თუ თქვენს სახლში საცხოვრებელი სხვენი (მანსარდი) გაქვთ, გირჩევთ, ის ფუნქციურად დატვირთოთ. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ საძინებელი თუ მისაღები ოთახი, კაბინეტი ან დამატებით სააბაზანო. ყველაფერი ეს, თავისთავად, თქვენს სურვილებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე მანსარდის ინტერიერის დიზაინი და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ მის მოსართავად.
მანსარდზე საწოლის დადგმა საუკეთესო ვარიანტია. აქ თქვენი დროის დიდ ნაწილს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაატარებთ, რადგან ჭერის სიგრძესა და მის დაქანებას, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. აქ შეგიძლიათ ორადგილიანი საწოლი მოათავსოთ. ასევე ეს სივრცე მყუდრო ადგილია სტუმრებისთვისაც. თუ მანსარდი არც ისე დიდი ფართისაა, სათავსოების სისტემა საწოლებს შეუერთეთ. რაც შეეხება, ფერთა გამის განაწილებას, აქ ერთი მთავარი წესი მოქმედებს: „მუქი ქვემოთ, ღია ზემოთ“. საძინებელი-მანსარდი მუქი ფერის იატაკითა და თეთრი კედლებით არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნის. საძინებელი ოთახის გარდა, მანსარდზე მისაღები ოთახის შექმნაც შეგიძლიათ. ვიდეოზონისა თუ ხელოვნური ბუხრის დამონტაჟება, ურიგო აზრი არ არის. ხოლო სადაც ჭერი ყველაზე დაბალია, სკამებისა და სავარძლების დადგმა, სივრცის დაზოგვის ეფექტური გამოსავალია. მისაღებ ოთახს ძირითადად ხის მასალით აფორმებენ. ეს არაჩვეულებრივია ხმის იზოლაციისთვის. ეს უკანასკნელი კი მანსარდების ფონზე აუცილებელი მოთხოვნაა. ასევე ხის პანელები „სუნთქავენ“ და ზამთარში ბუნებრივ სითბოს შეგიქმნიან. დიდ ქალაქებში კი, მანსარდის სააბაზანო ოთახად გადაქცევა საკმაოდ წარმატებულ ვარიანტად განიხილება. თუ ყურადღებით დაგეგმავთ სამუშაო პროცესს, წყლის პროცედურებისთვის საჭირო სივრცეს შექმნით. ყველაზე ორიგინალური იდეა კი, მანსარდის კინოთეატრად გამოყენებაა. ეს საერთოდაც არ არის წარმოუდგენელი. თქვენ დაგჭირდებათ: დიდი ტელევიზორი ან ეკრანი, პროექტორი, მოსახერხებელი დივანი, საშუალო ზომის მაგიდები და კინო-თეატრი მზადაა!
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, თვლით, რომ თქვენი მანსარდის სივრცე ამდენს ვერ გაწვდება, არ იდარდოთ! აქ შეგიძლიათ მოაწყოთ მინი-გარდერობი. საქმე როცა ფანჯრებს ეხება, ის განლაგებულია როგორც ვერტიკალურად, ასევე - დაბრეცილად (სახურავზე). ამ უკანასკნელისთვის, ჩვეულებრივ ფარდებს ვერ ჩამოკიდებთ, თქვენ სპეციალური ჟალუზები დაგჭირდებათ. მანსარდისთვის ფერთა გამის შერჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერები აირჩიოთ. ეს ნათელ გარემოსაც შექმნის და ხასიათსაც გამოგისწორებთ.
თანამედროვე მშენებლობის ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს, მანსარდები წყნარ და კომფორტულ საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ.
ჩვენ გირჩევთ
ჭკვიანი ავეჯი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში
ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს.
როგორ მოვაწყოთ ერთოთახიანი ბინის დიზაინი ისე, რომ სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ?
თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ რემონტის დროს აუცილებელია სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად გამოიყენოთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7