ცხოვრების სტილი

რა უნდა გაითვალისწინონ სახლის მოწყობისას შინაური ცხოველების პატრონებმა?

თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს.

1325

თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს. როგორ მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ისე, რომ არც ავეჯი გაგვიფუჭდეს და არც კედლები, არსებობს შესაბამისი მატერიები და ხერხები. მათი წყალობით ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს მარტივად გადაჭრით.

თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს. როგორ მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ისე, რომ არც ავეჯი გაგვიფუჭდეს და არც კედლები, არსებობს შესაბამისი მატერიები და ხერხები. მათი წყალობით ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს მარტივად გადაჭრით.

წყარო: insideout.com.au
წყარო: insideout.com.au

დაივიწყეთ აბრეშუმი, ჩითი ან ხავერდი. ეს უკანასკნელნი ცხოველის ბეწვებსა და თმებს მაგინიტივით იზიდავენ. მათ ნაცვლად გამოიყენეთ სინთეზური ქსოვილები, რომლებიც ლაქების, სუნის, ბაქტერიების მხრივ მდგრადია. არაჩვეულებრივი ვარიანტია ტყავიც. ის მარტივად იწმინდება. თუ თქვენ მის გამოყენებას ირონიულად მიიჩნევთ, მაშინ მისი ხელოვნური ვარიანტი სცადეთ. მიკრობოჭკოვანი ქსოვილიც ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც სახლში ცხოველები ჰყავს. ისინი შეიძლება გარეცხოთ ხელით, სარეცხი მანქანით ან უბრალოდ გაწმინდოთ კიდეც. ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ცხოველების ბეწვებს მისგან მარტივად მოაშორებთ. რაც შეეხება ამ თემას, ავეჯისა და ქსოვილების ფერები თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფერებს შეუსაბამეთ. ამგვარად, მათი ბეწვების ხილვადობას შეამცირებთ. თუ თქვენს შინაურ ცხოველს თქვენივე საწოლში უყვართ ძილი, მატრასზე წყალგამძლე გადასაფარებელი გადააფარეთ. ასევე გამოდგება ნებისმიერი გარეცხვადი ქსოვილი, რომელიც მჭიდრო ნაქსოვს მოიცავს

წყარო: hgtv.com
წყარო: hgtv.com
წყარო: hgtv.com
წყარო: hgtv.com

ალბათ ყველა ცხოველთმოყვარულმა იცის, რა რთულია სახლში ოთხფეხა მეგობარიც გყავდეს და სუფთა ხალიჩაც იქონიო. ხალიჩები ხო სუნს იკიდებენ და ბეწვების მოშორება მათგან საკმაოდ რთული სამუშაოა. საუკეთესო გამოსავალი „შიშველი“ იატაკის ქონაა, მაგრამ ეს უკანასკნელი მოსაწყენი არ უნდა იყოს. მაგალითად, შეღებილი ბეტონი ვიზუალურად ლამაზიცაა და მისაღები ფასებიც აქვს. მერქნის იატაკი გასაწმენდად მარტივია. ისინი ოთახს სითბოს მატებს, თუმცა აქ ის ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი ძაღლი მას მარტივად დაჩხაპნის. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი კერამიკული ფილებია. მისი გაწმენდა მარტივად შეგიძლიათ და ისინი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. რაც შეეხება კედლებს, ისინი გამძლე საღებავით შეღებეთ, რომელიც, ამასთანავე, ნაფხაჭნის და ნაკაწრის მიმართ მდგრადი იქნება.

წყარო: www.good.is
წყარო: www.good.is

სახლში შინაური ცხოველის ყოლისას, ავეჯი თვეშ ორჯერ მტვერსასრუტით უნდა გაწმინდოთ ხოლმე. ასევე არ დაგავიწყდეთ, თქვენი ოთხფეხა ცხოველების დაბანა და გრუმინგიც. რეგულარული დაბანვა და დავარცხნა დიდი რაოდენობით ბეწვის ცვენის მტერია. 

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ნარჩენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და მისი სწორად გადამუშავების აუცილებლობა

ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან.

4622
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ყინულისა და თოვლის განსაკუთრებული ფესტივალები - გამორჩეული სანახაობა ზამთრის პერიოდში

ყინულისა და თოვლის ფესტივალები, ზამთრის პერიოდს კიდევ უფრო მიმზიდველს და განსაკუთრებულს ხდის.

1964
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575