რას ნიშნავს ქვის ბაღი და როგორ უნდა მოვაწყოთ ის?
ბაღების ქვით გაფორმება იაპონური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციიდან მოდის. მთავარი ელემენტი მასზე ქაოტურად განლაგებული ქვებია.
ბაღების ქვით გაფორმება იაპონური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციიდან მოდის. რას ნიშნავს თავად ქვის ბაღი? ეს არის სწორი ზედაპირი, რომელიც ქვიშით ან წვრილი ღორღით არის დაფარული. მთავარი ელემენტი კი მასზე ქაოტურად განლაგებული ქვებია. სინამდვილეში, ქაოტურად ჩანს, თორემ ქვების განლაგება ძენ-ბუდიზმის ფილოსოფიითაა შემუშავებული. მთლიანი ინსტალაცია დამოუკიდებელი ჯგუფებისგან შედგება. საბოლოოდ, კი ქვების რაოდენობა 15-ს აღწევს. მთავარი „ხრიკი“ აქ ის არის, რომ სტუმარს, სადაც არ უნდა იდგეს, მხოლოდ 14 ქვის დანახვა შეუძლია.
ბაღების ქვით გაფორმება იაპონური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციიდან მოდის. რას ნიშნავს თავად ქვის ბაღი? ეს არის სწორი ზედაპირი, რომელიც ქვიშით ან წვრილი ღორღით არის დაფარული. მთავარი ელემენტი კი მასზე ქაოტურად განლაგებული ქვებია. სინამდვილეში, ქაოტურად ჩანს, თორემ ქვების განლაგება ძენ-ბუდიზმის ფილოსოფიითაა შემუშავებული. მთლიანი ინსტალაცია დამოუკიდებელი ჯგუფებისგან შედგება. საბოლოოდ, კი ქვების რაოდენობა 15-ს აღწევს. მთავარი „ხრიკი“ აქ ის არის, რომ სტუმარს, სადაც არ უნდა იდგეს, მხოლოდ 14 ქვის დანახვა შეუძლია.
იაპონური ტრადიციის მიხედვით, ქვიშის ზედაპირზე სპეციალური, ქვისგან დამზადებული ღარებია გაკეთებული. კენჭები წყლის სიმბოლოა, მსხვილი ქვები- მიწის , ხოლო ორმოები - ტალღების. მაგალითად, ოკეანე ქვის ბაღში ასე გამოიყურება:
თანამედროვე ლანდშაფტურ დიზაინში ქვების ბაღი პოპულარულია და ხშირ შემთხვევაში, იაპონური ბაღის ტრადიციებს ზუსტად არ მიჰყვება. თუმცა ამ სტილის გაფორმებას თავისი წესები აქვს. მაგალითად, ყველა ქვა სხვადასხვა ზომის და ასიმეტრიულად განლაგებული უნდა იყოს. იაპონური, ქვის ბაღის ლანდშაფტური სტილი შეიძლება მრავალი კრეატიული გზით განხორციელდეს. მაგალითად, შეხედეთ ამ სურათს: კენჭები მართკუთხა ფორმას გვაძლევს, ხოლო მასზე დაწყობილი ქვები - იეროგლიფებს.
ქვის ბაღის თავდაპირველი ფუნქცია რეკრეაციული იყო. აქ ადამიანები მედიტირებდნ და ივიწყებდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. ქვების კომპოზიცია კი ისე იყო განლაგებული, რომ დამსვენებელს ამაში დახმარებოდა. თუ გსურთ, რომ თქვენს ქვის ბაღშიც მსგავსი ატმოსფერო შექმნათ, მცენარეების როლი გაზარდეთ. ამაში დაგეხმარებათ ყვავილოვანი კლუმბები და საშუალო ზომის გაზონები.
ქვის ბაღის ლანდშაფტურ დიზაინში ერთმანეთს არაჩვეულებრივად ესაბამება ქვა და მშრალი წყაროები. შეგიძლიათ გამოიყენოთ უჩველო დიზაინის მქონე ხელოვნური წყარო. ეს ნიშნავს, რომ აავსოთ ის მოხატული ქვებით და საღებავებით შეღებოთ. მსგავსი ორნამენტი მთლიან ბაღს კრეატიულს გახდის. ნამდვილი წყაროები კი შეგიძლიათ მორთოთ მასიური ქვებით. მსგავსი ელემენტი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. ბილიკებს იაპონურ ბაღებში დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც ამავე ტრადიციაშია, ეს გზა საჭიროა ჩაის ცერემონიის გასავლელად. ის არ უნდა იყოს მარტივი. ამიტომ აქ ბრტყელ ქვებს გამოიყენებენ. ეს უკანასკნელნი ერთმანეთისგან 10-15 სანტიმეტრით არის დაშორებული.
თუ ქვის ბაღის დეკორირებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, იაპონური სტილის სანათურები მოიმარაგეთ. ისინი ნებისმიერი სახით არსებობს: ვიწრო, მაღალი, მსხვილი, სახლის ფორმის. მსგავსი სანათურები მთელ ბაღში ჰარმონიას შექმნის.
ჩვენ გირჩევთ
რეკრეაციული ზონების მნიშვნელობა ურბანულ გარემოში და მათი უპირატესობები
რეკრეაცია ეს ადამიანის რაციონალური აქტივობაა, რომელიც ემსახურება მისთვის სიამოვნების მინიჭებას და ძალების აღდგენას ნებისმიერ დროსა და გარემოში.
ბაღის განათების ტიპები და მათი მნიშვნელობა ექსტერიერის დიზაინში
ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7