ცხოვრების სტილი

რატომ არის პიკნიკზე წასვლა სასარგებლო აქტივობა და როგორ დავგეგმოთ ის სწორად

კარგი ამინდები საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად და საინტერესოდ დავგეგმოთ ჩვენი თავისუფალი დრო და ის ჯანსაღ გარემოში გავატაროთ.

2153

ზამთრის ცივი დღეები ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა და უკვე შეგვიძლია თბილი და მზიანი ამინდებით ვისიამოვნოთ. კარგი ამინდები საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად და საინტერესოდ დავგეგმოთ ჩვენი თავისუფალი დრო და ის ჯანსაღ გარემოში გავატაროთ. პიკნიკი კი სწორედ ის აქტივობაა, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს. პიკნიკი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ბუნებაში წამოკოტრიალება და ჭამა. ჩვენ, დღეს სწორედ მის დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ.

ზამთრის ცივი დღეები ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა და უკვე შეგვიძლია თბილი და მზიანი ამინდებით ვისიამოვნოთ. კარგი ამინდები საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად და საინტერესოდ დავგეგმოთ ჩვენი თავისუფალი დრო და ის ჯანსაღ გარემოში გავატაროთ. პიკნიკი კი სწორედ ის აქტივობაა, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს. პიკნიკი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ბუნებაში წამოკოტრიალება და ჭამა. ჩვენ, დღეს სწორედ მის დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ.

წყარო: shareyouressays.com
წყარო: shareyouressays.com

პიკნიკზე წასვლა საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახური, თუ მეგობრული კავშირები. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგულარულ ხასიათს მიიღებს. დღევანდელი ცხოვრების სტილი დამღლელი და დაძაბულია. სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება საყვარელი ადამიანებისთვის. პიკნიკზე წასვლა კი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა ოჯახის წევრებთან უფრო დასაახლოვებლად. დაგეგმეთ სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, რაც დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მოგცემთ. ეს განსაკუთრებულად სასარგებლო იქნება თქვენი შვილებისთვის, რომლებიც აუცილებლად შეიყვარებენ პიკნიკებს.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

როგორც უამრავი კვლევა ადასტურებს, ბუნებაში დროის გატარება თქვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. პიკნიკი ხომ სწორედ ბუნებაში დასვენებას გულისხმობს. თქვენ აუცილებლად შეგიმცირდებათ სტრესი, დაძაბულობა, მღელვარება და მარტივად შეძლებთ განტვირთვას. აუცილებელი არაა პიკნიკის დროს მუდმივად ილაპარაკოთ და ითამაშოთ. შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ, მოდუნდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. საინტერესოა ისიც, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს ფილტვებს აჯანსაღებს, წესრიგდება სისხლის მიმოქცევა და ძლიერდება თქვენი იმუნური სისტემა. თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ და გიწევთ მძიმე, მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილი ჰაერის სუნთქვა, მაშინ თქვენთვის განსაკუთრებულად საჭიროა მსგავსი აქტივობით დაკავება, რათა თქვენმა ორგანიზმმა შეძლოს განტვირთვა.

წყარო: framepool.com
წყარო: framepool.com

იმისათვის, რომ პიკნიკისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ და დრო კარგად გავატაროთ აუცილებელია მისი სწორად დაგეგვა. პიკნიკი იმ აქტივობებს მიეკუთვნება, რომელიც არ საჭიროებს დიდ ხარჯებს და ყველა ასაკის ადამიანს აძლევს საშუალებას გაერთოს და ბუნებაში დაისვენოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯანსაღი აქტივობაა. ამიტომ საკვები, რომელსაც პიკნიკზე წაიღებთ შეძლებისდაგვარად ჯანსაღი უნდა იყოს. მოერიდეთ სნექებს და ზედმეტ ტკბილეულს. ჩაანაცვლეთ ისინი სახლში მომზადებული მარტივი სალათებით, სენდვიჩებით და თქვენი საყვარელი ხილით. უარი თქვით ინტერნეტზე და ტელეფონის გამოყენებაზეც. უპასუხეთ მხოლოდ გადაუდებელ ზარებს და მაქსიმალურად აარიდეთ თავი ტექნიკას. თქვენ განტვირთვა და დასვენება გჭირდებათ ასე, რომ გვერდზე გადადეთ სხვა ყველაფერი, რაც ამაში ხელს შეგიშლით. მოიგონეთ სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, რომლითაც დაკავდებით პიკნიკის დროს. აუცილებლად წაიღეთ პირველადი დახმარების პატარა შეკვრა. რა თქმა უნდა, პიკნიკზე წასვლა დიდ საფრთხესთან არაა დაკავშირებული, თუმცა ბუნებაში გასვლის დროს სიფრთხილე ყოველთვის უდნა გამოიჩინოთ.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

ასე, რომ შეარჩიეთ რაიმე ადგილი ქალაქში ან მასთან ახლოს. მოშორებით გზისა და დასახლებული პუნქტებისგან. მოამზადეთ კალათა, დასაგები პლედი და გაატარეთ ერთი სასიამოვნო დღე თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ჰარბინის ყინულის ფესტივალი-ზამთრის ყველაზე მასშტაბური და განსაკუთრებული სანახობა!

ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება.

1589
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ახალ წელს ჩატარებული გამორჩეული და სიმბოლური დატვირთვის მქონე ღონისძიებები

ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე.

1720
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575