ცხოვრების სტილი

რატომ არის შვებულებაში გასვლა აუცილებელი და როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე?

სამწუხაროდ, უკვე მოზრდილებს აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი ზაფხული გემრიელად დავისვენოთ

1192

ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგები ყველაზე სასიამოვნო და სანატრელი პერიოდი იყო. გახსოვთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ველოდით თავისუფლების ყველაზე ტკბილ ხანას? სამწუხაროდ უკვე მოზრდილებს აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი ზაფხული გემრიელად დავისვენოთ, ხანდახან კი ამის აუცილებლობის შესახებ თავადაც გვავიწყდება. ჩვენ ისე გულმოდგინედ ვერთვებით სამსახურის საქმეებში, რომ ვეღარც კი ვხდებით, თუ როგორ გვჭირდება მისგან დასვენება და განტვირთვა. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არასდროს იყენებს თავისი შვებულების დღეებს სრულიად. ბევრ მათგანს აქვს იმის შიში, რომ დასვენების შემთხვევაში ისინი ჩამორჩებიან საქმეებს და სხვა თანამშრომლებს, მიღწევებით. რომ მათი კარიერული წინსვლა შეჩერდება, თუ თავს მოდუნების საშუალებას მისცემენ. თუმცა ეს ასე არ არის! შვებულებაში გასვლა, დასვენება და განტვირთვა აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის და პროდუქტიულობისათვის.

წყარო: www.inc.com
წყარო: www.inc.com

კვლევებით დადასტურებულია, რომ შვებულებაში გასვლა თქვენს პროდუქტიულობას ზრდის, რაც შემდგომ გეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. თანამშრომლები, რომლებიც უფრო ხშირად ისვენებენ და ახდენენ განტვირთვას მეტი პროდუქტიულობით და კრეატიულობით გამოირჩევიან. ამიტომ, ნებისმიერი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელს ურჩევნია, რომ მისი თანამშრომელი დასვენებული და განტვირთული იყოს, ვიდრე საქმისგან გადაღლილი. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საკმარისი ენერგია გაქვთ და არ გჭირდებათ დასვენება, თუმცა ცდებით. თქვენი ტვინის უჯრედებს აუცილებლად ჭირდებათ ახალი გარემო, ყოველდღიურობისგან გაქცევა და განტვირთვა. ძალების აღდგენა კი დაგეხმარებათ როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.

წყარო: parents.com
წყარო: parents.com

შვებულებაში გასვლა პირდაპირაა დაკავშირებული თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან. სტრესი და დაძაბულობა აუცილებლად აისახება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევებით კი დასტურდება, რომ ადამიანებს რომლებიც ხშირად ისვენებენ აქვთ ნაკლები ჩივილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათ ექვსჯერ უმცირდებათ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ასევე უმცირდებათ ქოლესტერინის დონე. საქმისგან შორს ყოფნა, ყოველდღიური რუტინის გამოცვლა ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას, რაც ყველა უსიამოვნო შეგრძნების დასაბამია. როდესაც ისვენებთ და გამუდმებით საქმეზე აღარ ფიქრობთ, თქვენ გიუმჯობესდებათ მეხსიერება, კონცენტრირების უნარი, უკეთ გძინავთ და თქვენი ტვინი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის. ასე, რომ ნუ გადადებთ შვებულებაში გასვლას და სანატრელ, დამსახურებულ დასვენებას. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და არაფერია ამაზე უფრო მნიშვნელოვანი.

წყარო: thepip.com
წყარო: thepip.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ბლოგინგი, როგორც თანამედროვე, პოპულარული ჰობი და მისი საინტერესო გავლენა ადამიანზე

თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება.

1089
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ფოტოგრაფია, როგორც თვითგამოხატვის საშუალება და განსაკუთრებული ჰობი

ფოტოგრაფია ის პოპულარული ჰობია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის გვანიჭებს ყოველი განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას.

3284
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575