რეტრო-ეპოქალური სტილი ინტერიერის დიზაინში - ის, რაც კვლავ აქტუალურია...
60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში. ინტერიერის დიზაინერები ხალხისთვის ახალაღმოჩენილი, ინდური კულტურიდან იღებდნენ ინსპირაციას.
არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი პირველ რიგში, აზრისა და ფორმის განვითარებასთან ერთად მიიწევს წინ. საჭიროებებისა და მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად უბრალოდ იცვლება გარემო, რომელშიც ახალი ადამიანი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რომ სამოციან წლებში ცხოვრობთ და სამყაროში თითქოს ყველაფერი ერთად ხდება: დედამიწა ჭრელია, დაძაბული და მრავალფეროვანი, ამიტომ ყოველდღიური ცხოვრების წესი გარემოში ისადგურებს და თქვენ ირგვლივ ყველაფერი ფერადდება: ავეჯი, ხალიჩა, კედლები, ტანსაცმელი...
წყარო: Jonathan Adler
60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში. კომიქსების, როკენროლისა და ჰიპების ეპოქაში, ნახატებმა თითქოს კედლებზე გადმოინაცვლა, ფორმა უფრო კომფორტული და მრგვალი გახდა, ფერი უფრო ხასხასა, პრინტი კი ფსიქოდელიური. უნდა აღნიშნოს, რომ კულტურული რევოლუციებისა და სუბკულტურების ეპოქამ საკუთარი თავი ყოველდღიურობაში საკმაოდ ბუნებრივად დაიმკვიდრა. გახადა ხელოვნება უფრო ხელშესახები და სახალხო. ალბათ, რეტრო სტილზე საუბრისას აღსანიშნავია უფრო კულტურულ-პოლიტიკური გავლენები, ვიდრე გამოჩენილი ოსტატების სახელები. ინტერიერის დიზაინერები ხალხისთვის ახალაღმოჩენილი, ინდური კულტურიდან იღებდნენ ინსპირაციას. ფლორალური მოტივები კედლებზე, ხასხასა ფერები და კომფორტული ავეჯი ისაა, რაც 60-იანების თავისუფალ ადამიანს სჭირდებოდა. საზოგადოების მსგავსად, ხელოვნებაც ცდილობდა საკუთარი თავისუფლება ხმაურით, სიჭრელითა და განსხვავებულობით დაემტკიცებინა. შედეგად კი ეპოქალური სტილი მივიღეთ.წყარო: Livinator.com
მოდა ბრუნავს, თუმცა ფასეულობები არა. ამიტომაც, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სრულად არასოდეს იყენებენ 60-იანი წლების ხერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რეტრო სტილის ჩართვა საცხოვრებელ თუ კომერციულ გარემოში საკმაოდ მოდურია, კარგი დეკორატორი არასოდეს შექმნის ეპოქის ასლს და მხოლოდ ხასიათის შესაქმნელად თუ გამოიყენებს სამოციანების ინსპირაციას. დღევანდელობაში რეტრო სტილი ინდივიდუალიზმთან, მხიარულ გარემოსა და თავისუფლებასთან ასოცირდება. მიჩნეულია, რომ ტექნიკურად ამ განცდების გადმოცემა კომფორტული, მრგვალი ფორმის ავეჯითა და მკვეთრი ტონებით ყველაზე უკეთ შეიძლება. იმას, რასაც რეტრო სტილის თანამედროვე გარემოში გამოყენება წარმოადგენს, უფრო ხედვების გადაფასება ჰქვია და არა ესთეტიკის გაუაზრებელი გადმოტანა.წყარო: Designrulz.com
რეტრო სტილის ინტერიერის მოწყობისას, იყავით რაც შეიძლება თამამი და წინ საკუთარი პიროვნება და განსხვავებულობა წამოწიეთ. ფერადი სამეული, ფონური ხალიჩა და ხის დაბალი ავეჯი, თქვენს საცხოვრებელს ასეთ ხასიათს ნამდვილად გადასდებს. რაც შეეხება ტექნიკას, არჩევანი დაბალ, ფუნქციურ და ფართო საგნებზე შეაჩერეთ. ფონური ზედაპირი თბილი ფერის უნდა იყოს, ხოლო დეკორატიული ელემენტები ფართო და მრგვალი ფორმის.წყარო: Vintageindustrialstyle.com
თუ გარემოში მაცოცხლებელი განწყობის, თავისუფლებისა და სიჭრელის შეტანა გსურთ, რეტრო სტილი, ალბათ საუკეთესო არჩევანია, რადგან თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ეპოქის ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა, ცვლილებები კი გარემოდან იწყება.არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი პირველ რიგში, აზრისა და ფორმის განვითარებასთან ერთად მიიწევს წინ. საჭიროებებისა და მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად უბრალოდ იცვლება გარემო, რომელშიც ახალი ადამიანი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რომ სამოციან წლებში ცხოვრობთ და სამყაროში თითქოს ყველაფერი ერთად ხდება: დედამიწა ჭრელია, დაძაბული და მრავალფეროვანი, ამიტომ ყოველდღიური ცხოვრების წესი გარემოში ისადგურებს და თქვენ ირგვლივ ყველაფერი ფერადდება: ავეჯი, ხალიჩა, კედლები, ტანსაცმელი...
წყარო: Jonathan Adler
60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში. კომიქსების, როკენროლისა და ჰიპების ეპოქაში, ნახატებმა თითქოს კედლებზე გადმოინაცვლა, ფორმა უფრო კომფორტული და მრგვალი გახდა, ფერი უფრო ხასხასა, პრინტი კი ფსიქოდელიური. უნდა აღნიშნოს, რომ კულტურული რევოლუციებისა და სუბკულტურების ეპოქამ საკუთარი თავი ყოველდღიურობაში საკმაოდ ბუნებრივად დაიმკვიდრა. გახადა ხელოვნება უფრო ხელშესახები და სახალხო. ალბათ, რეტრო სტილზე საუბრისას აღსანიშნავია უფრო კულტურულ-პოლიტიკური გავლენები, ვიდრე გამოჩენილი ოსტატების სახელები. ინტერიერის დიზაინერები ხალხისთვის ახალაღმოჩენილი, ინდური კულტურიდან იღებდნენ ინსპირაციას. ფლორალური მოტივები კედლებზე, ხასხასა ფერები და კომფორტული ავეჯი ისაა, რაც 60-იანების თავისუფალ ადამიანს სჭირდებოდა. საზოგადოების მსგავსად, ხელოვნებაც ცდილობდა საკუთარი თავისუფლება ხმაურით, სიჭრელითა და განსხვავებულობით დაემტკიცებინა. შედეგად კი ეპოქალური სტილი მივიღეთ.წყარო: Livinator.com
მოდა ბრუნავს, თუმცა ფასეულობები არა. ამიტომაც, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სრულად არასოდეს იყენებენ 60-იანი წლების ხერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რეტრო სტილის ჩართვა საცხოვრებელ თუ კომერციულ გარემოში საკმაოდ მოდურია, კარგი დეკორატორი არასოდეს შექმნის ეპოქის ასლს და მხოლოდ ხასიათის შესაქმნელად თუ გამოიყენებს სამოციანების ინსპირაციას. დღევანდელობაში რეტრო სტილი ინდივიდუალიზმთან, მხიარულ გარემოსა და თავისუფლებასთან ასოცირდება. მიჩნეულია, რომ ტექნიკურად ამ განცდების გადმოცემა კომფორტული, მრგვალი ფორმის ავეჯითა და მკვეთრი ტონებით ყველაზე უკეთ შეიძლება. იმას, რასაც რეტრო სტილის თანამედროვე გარემოში გამოყენება წარმოადგენს, უფრო ხედვების გადაფასება ჰქვია და არა ესთეტიკის გაუაზრებელი გადმოტანა.წყარო: Designrulz.com
რეტრო სტილის ინტერიერის მოწყობისას, იყავით რაც შეიძლება თამამი და წინ საკუთარი პიროვნება და განსხვავებულობა წამოწიეთ. ფერადი სამეული, ფონური ხალიჩა და ხის დაბალი ავეჯი, თქვენს საცხოვრებელს ასეთ ხასიათს ნამდვილად გადასდებს. რაც შეეხება ტექნიკას, არჩევანი დაბალ, ფუნქციურ და ფართო საგნებზე შეაჩერეთ. ფონური ზედაპირი თბილი ფერის უნდა იყოს, ხოლო დეკორატიული ელემენტები ფართო და მრგვალი ფორმის.წყარო: Vintageindustrialstyle.com
თუ გარემოში მაცოცხლებელი განწყობის, თავისუფლებისა და სიჭრელის შეტანა გსურთ, რეტრო სტილი, ალბათ საუკეთესო არჩევანია, რადგან თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ეპოქის ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა, ცვლილებები კი გარემოდან იწყება.ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე ოპერის თეატრები, როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობები და მათი თვალწარმტაცი არქიტექტურა
ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია.
იაპონელი არქიტექტორის არატა ისოძაკის კომპლექსური შემოქმედება და მისი გავლენა დასავლურ კულტურაზე
იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი ის შემოქმედია, რომლის სტილი ირეკლავს როგორც იაპონურ ტრადიციებს, ასევე დასავლეთის პოსტმოდერნისტულ გავლენებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7