არქიტექტურა

რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!

ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.

1973

არქიტექტურა სინთეტური დარგია და ტექნიკასა თუ ხელოვნებაში ცვლილება მასზე აუცილებლად აისახება. ჰაი-ტეკიც არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. საკმაოდ რთულია ზუსტად განსაზღვრო რამ განაპირობა ჰაი-ტეკის დაბადება. ბევრი არქიტექტურის კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ იგი მოდერნიზმის გამოძახილია, რომელიც იმ დროისთვის უკვე სტანდარტულ, იაფფასიან გამოსავალთან ასოცირდებოდა და ის იდეები, რომლისთვისაც იბრძოდა, დაკარგული ჰქონდა. ურბანული განვითარების მოდერნისტული აღქმა, არქიტექტორთა ახალი თაობისთვის, მონოტონური და სტანდარტული აღმოჩნდა, თუმცა არც მათ დაუკარგავთ რწმენა იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელი და სასიკეთოა კაცობრიობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით, ჰაი-ტეკი იყო მოდერნიზმის ახლიდან დაბადება და გადაფასება.

წყარო: Centre Georges Pompidou – Renzo Piano, Richard Rogers, Gianfranco Fanchini

ალბათ, სწორედ ეს იდეები დაერთო წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ წინსვლას ინჟინერიაში და რევოლუციური სტილი, ჰაი-ტეკი გაჩნდა. ხშირად მას სტრუქტურულ ექსპრესიონიზმსაც უწოდებენ იმის გამო, რომ ტრადიციულად, ამ სტილის მოცულობაში სტრუქტურული გადაწყვეტილებები და კონსტრუქციის წინ წამოწევა მთავარი პრიორიტეტებია. როგორც ჩანს, ჰაი-ტეკი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა. თუ ამ ლოგიკას ცოტათი უფრო შორს გავყვებით, მივხვდებით, რამდენად უმნიშვნელო იყო ასეთი იდეის მიმდევარი არქიტექტორთათვის ფუნქცია.

წყარო: HSBC Bank – Foster and Partners

მათთვის შენობის დანიშნულება, მისი დატვირთვა, უკანა პლანზე ინაცვლებდა და მოცულობა ერთგვარი კატალიზატორი ხდებოდა ფუნქციასა და ადამიანს შორის. კატალიზატორი, თუმცა მაინც ცალკე მდგომი და დამოუკიდებელი. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ჰაი-ტეკის სტილის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ერთ დროს პარიზის მონსტრად შერაცხული, პომპიდუს ცენტრი. შენობა, რომელიც სტილის პიონერებმა, რენცო პიანომ და რიჩარდ როჯერსმა დააპროექტეს, თითქოს სრულიად ამობრუნებულია: მისი დამხმარე ელემენტები, იგივე „სერვისები“, მთლიანად გარეთაა გამოტანილი. აქ ყველა ფუნქციის მილს საკუთარი, მკვეთრი ფერი ესადაგება და კონსტრუქციული ელემენტებიც არაფრითაა დაფარული.

ზოგადად, ჰაი-ტეკის არქიტექტურას ლითონისა და მინის თანწყობა, ფართო, შეუზღუდავი სივრცეები და ფერებით აქცენტირება ახასიათებს. ამ ხერხების გამოყენებით მოცულობა თითქოს მსუბუქი და ღიაა, თითქოს მზადაა ყველანაირი სიახლე მიიღოს და დროის ბარიერი გაარღვიოს.

წყარო: The Renault Distribution Centre – Foster and Partners

რთული სათქმელია, ზუსტად რომელი მოცულობით ან იდეით გამოეყო ჰაი-ტეკი გვიან მოდერნიზმს და სტილად ჩამოყალიბდა, თუმცა, ფაქტია, რომ მან მთლიანად შეცვალა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ: გაუხსნა გზა ნეო-ფუტურიზმს, წაშალა ტიხრები ინტერიერიდან და მიგვაჩვია სუფთა, თანმიმდევრულ კომპოზიციას.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დასავლეთის გამორჩეული სასახლეების არქიტექტურა, როგორც ანიმაციური ფილმების შთაგონების წყარო

ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს.

1605
ნახე მეტი
არქიტექტურა

გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, რომლებსაც 2018 წლისთვის უნდა ველოდოთ

2018 წელი არქიტექტურაში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტს თურქეთში, ევროპის უმაღლესს შენობებს და ორიგინალური დიზაინის პირველ შოტლანდიურ მუზეუმს.

1394
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575