როგორ მოვაწყოთ ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი ჩვენს საცხოვრებელში?
ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი საწყისს ძველი შენობების გათანამედროვებისგან იღებს.
ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი საწყისს ძველი შენობების გათანამედროვებისგან იღებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრადიციულ ნაგებობებსა და სახლებშიც კი. რაც თქვენ გჭირდებათ არის ის, რომ შექმნათ უხეში ზედაპირისა და მატერიების ილუზია. ამის ყველაზე მარტივი გზა კედლებისა, ან ზედაპირების დაუმთავრებლად დატოვებაა. ამას დაუმატეთ ზოგიერთი უხეში მეტალის ელემენტი, რომელიც თქვენს სახლში ინდუსტრიულ ატმოსფეროს შექმნის. ინტერიერის დიზაინის ეს სტილი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გთავაზობთ გააერთიანოთ მოდერნული, ვინტაჟური და კლასიკური სტილები.
ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი საწყისს ძველი შენობების გათანამედროვებისგან იღებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრადიციულ ნაგებობებსა და სახლებშიც კი. რაც თქვენ გჭირდებათ არის ის, რომ შექმნათ უხეში ზედაპირისა და მატერიების ილუზია. ამის ყველაზე მარტივი გზა კედლებისა, ან ზედაპირების დაუმთავრებლად დატოვებაა. ამას დაუმატეთ ზოგიერთი უხეში მეტალის ელემენტი, რომელიც თქვენს სახლში ინდუსტრიულ ატმოსფეროს შექმნის. ინტერიერის დიზაინის ეს სტილი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გთავაზობთ გააერთიანოთ მოდერნული, ვინტაჟური და კლასიკური სტილები.
ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინის მთავარი მახასიათებელი დაუფარავი მილები, სვეტები და სადინარებია. ყველა სხვა სტილისგან განსხვავებით, ინდუსტრიულში ერთმანეთს დაუფარავი სტრუქტურული და მექანიკური ელემენტები ერწყმის ერთმანეთს. ამით თქვენ ხარჯსაც ეფექტურად დაზოგავთ და შენობის ისტორიულ სიძველესაც დაიცავთ. ტექსტურული ხისა და გლუვი, პრიალა მეტალის ტანდემი ინდუსტრიული დიზაინის პოპულარული ტრენდია. ბევრი დიზაინერი კი მეტალის ალტერნატივად ბრწყინვალე ფოლადისა და ქრომის აქცენტებს გვთავაზობს. თბილი, ნეიტრალური ფერები ფავორიტულია ინდუსტრიული დიზაინით შექმნილი სივრცეებისთვის, რომლებიც ტიპურად დიდი და ფართოა. ფერების მსგავსი პალიტრა ოთახში ვიზუალურად სითბოს შემოიტანს, რომელიც, თავის მხრივ, ანეიტრალებს მეტალის მილებით შექმნილ ცივ ატმოსფეროს. ნაცრისფერის ჩრდილები გამოიყურება არაჩვეულებრივად, როდესაც თეთრ ფერთან არის მიქსში - ეს ოთახს სისუფთავის და დახვეწილობის ელფერს შესძენს.
მოშიშვლებული აგური, ფოლადის სვეტები, ბეტონის, დაუმთავრებელი ხის, უჟანგავი ფოლადის კედლები ინდუსტრიული სტილისთვის არის დამახასიათებელი. რადგანაც ეს სტილი ძველი ფაბრიკებიდან და სხვენებიდან იღებს ინსპირაციას, დიზაინერები ხშირად აგურის კედლებზე კონცენტრირდებიან. ინდუსტრიული ატმოსფეროს შესააქმნელად პრიალა, ბეტონის იატაკი დაგეხმარებათ. ეს პრაქტიკული და ეკონომიკური ვარიანტია, რომელიც სტილის თემასაც არაჩვეულებრივად ეხამება. ზოგი დიზაინერი კი ინდუსტრიულ დიზაინს ცოტაოდენ კონტრასტსა და სითბოს ხის, ან ქვის იატაკით ამატებს ხოლმე. სამივე ტიპის იატაკი ამ სტილში ნამდვილად ჯდება. რაც შეეხება განათებას, იატაკის ნათურები ფართოდ გავრცელებულია ამ სტილის ინტერიერის დიზაინში. ტრენდების გათვალისწინებით, მეტალით დაბოლოებული სანათურები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხავერდის დივანი, მსუბუქი ბალიშები და ხალიჩები ინდუსტრიულ ბასრ სტილს ვიზუალურად აბალანსებს. მისთვის ასევე დამახასიათებელია ვინტაჟური ავეჯი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მკაცრ ინდუსტრიალიზმს მცენარეები უყვარს და ეს უკანასკნელნი დიდ როლსაც კი თამაშობენ ინტერიერში. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დიდია მცენარე, მით უფრო „ეჩვევა“ ინდუსტრიულ დიზაინს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა მცენარეები დიდ და განიერ სივრცეში დაიკარგებიან.
ჩვენ გირჩევთ
რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად
რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ
დეკორირების და აქსესუარების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში
საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7