სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო სიმბოლოდ ქცეული ნაძვის ხეები და მათი ისტორია
ახალი წლის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სიმბოლო ნაძვის ხეა. დროთა განმავლობაში ის, ახალი წლის განუყოფელი ნაწილიც გახდა.
ახალი წლის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სიმბოლო ნაძვის ხეა. მისი ფესვები საფუძველს რენესანსის პერიოდში იღებს. აქედან მოყოლებული არა მარტო მისი პოპულარობა გაიზარდა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ის ახალი წლის განუყოფელი ნაწილიც გახდა.
ახალი წლის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სიმბოლო ნაძვის ხეა. მისი ფესვები საფუძველს რენესანსის პერიოდში იღებს. აქედან მოყოლებული არა მარტო მისი პოპულარობა გაიზარდა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ის ახალი წლის განუყოფელი ნაწილიც გახდა.
როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე - სიმბოლური და საკულტო ღირშესანიშნაობა, რომელიც 24 მეტრის სიმაღლისაა. მისი ისტორია 1933 წლიდან იწყება (ამ წელს გაიხსნა ზუსტად 30 როკფელერ პლაზა). ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ამერიკაში დიდი დეპრესია მძვინვარებდა. ტრადიცია 6 მეტრიანი ბალზამის სოჭით დაიწყო. ის მუშებმა ცენტრში დადგეს და მოცვის ტოტებით, ქაღალდის გირლანდებით და რამდენიმე თუნუქის ქილით მორთეს. მუშებმა სოჭის საყიდლად ფული თავად ააგროვეს, გირლანდებს კი მათი ოჯახის წევრები ამზადებდნენ. ხეს განათება ორი წლის შემდეგ დაემატა. ამ დროს, ის უკვე 15 მეტრის სიმაღლის იყო. 1936 წელს კი ყინულის მოედანიც გაიხსნა.
როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე წლების განმავლობაში გამოხატავდა იმას, რაც მსოფლიოს გარშემო ხდებოდა ხოლმე. არც მეორე მსოფლიო ომის მოვლენები ყოფილა გამონაკლისი, რომელმაც მის დეკორაციაზე გარკვეული კვალი დატოვა. 1942 წლისთვის, როკფელერის ცენტრში ერთი დიდი ხის ნაცვლად, სამი ხე დაიდგა. მათი ფერები ამერიკის დროშის ფერებს შეესაბამებოდა. 1944 წლიდან 1945 წლამდე კი ხეს რეგულაციის გამო არ ანათებდნენ. სიბნელე ომს ჩაბარდა და მისი დასრულების შემდეგ 6 ულტრაიისფერი სინათლის პროექტორი დაყენდა და 700 ფლურესცენციული ბურთი ნაძვის ხეს სიბნელეში ამშვენებდა. 1969 წელს, როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის წინ, უზარმაზარი მავთულებისგან დამზადებული და ყველასთვის კარგად ცნობილი, 12 მცველი ანგელოზის სკულპტურა დაამატეს. 1999 წელს, როკფელერის ცენტრის 30 მეტრიანი ნაძვის ხე იყო ყველაზე გრძელი ნაძვის ხე, რომელიც აქამდე დადგმულა. 2007 წელს ხე „გამწვანდა“ - დამონტაჟდა ენერგოეფექტური ლედ ნათურები. 2017 წლის დასახვედრად გამზადებული ნაძვის ხის სიმაღლე კი 28 მეტრს აღწევს. ის ყველაზე განიერი ხეა მის წინაპრებთან შედარებით.
ვატიკანის ნაძვის ხეს, მეორენაირად წმინდა პეტრეს მოედნის ნაძვის ხესაც ეძახიან. ყოველწლიურად დეკორირებული ხე ზუსტად ამ მოედანზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ იდგმება ხოლმე. ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია 1982 წლიდან იწყება, როცა პოლონელი წარმოშობის პაპმა, წმინდა იოანე პავლე მეორემ, ვატიკანს შობის სიმბოლო გააცნო.
პირველი ხე იტალიიდან ჩამოიტანეს. ამის შემდეგ პაპისთვის ნაძვის ხის საჩუქრად გადაცემა ტრადიციად იქცა. ამიტომ, ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ვატიკანს ნაძვის ხეს ჩუქნის ხოლმე. ხე ყოველთვის წმინდა პეტრეს მოედნის ცენტრში იდგმება დაბადების სცენასთან ერთად. ეს უკანასკნელი შეიცავს 17 ქანდაკებას. 2006 წლისთვის კი იტალიური პროვინციიდან, ვატიკანმა საჩუქრად 13 ხის ფიგურისა და ცხოველის ქანდაკება მიიღო. 2017 წელს ვატიკანი 25 მეტრიანი ნაძვის ხით ხვდება.
ჩვენ გირჩევთ
როგორ გავალამაზოთ ბაღი საშემოდგომო დეკორით?
გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.
ყველაზე ძვირადღირებული ქუჩები, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სახლობენ
მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7