რომელი ფერებია ტრენდული 2018 წლის ზამთრის ინტერიერის დიზაინში?
რომელი ფერები ინარჩუნებს ტრენდულობას 2018 წლის ზამთრისთვის და როგორ უნდა შევუხამოთ ისინი ერთმანეთს ისე, რომ მოდური და მშვიდი ატმოსფერო მივიღოთ?
რომელი ფერები ინარჩუნებს ტრენდულობას 2018 წლის ზამთრისთვის და როგორ უნდა შევუხამოთ ისინი ერთმანეთს ისე, რომ მოდური და მშვიდი ატმოსფერო მივიღოთ? 2018 წელი ახლოვდება და ეს კითხვებიც უფრო და უფრო ხშირად გვაწუხებს. რადგანაც შობა- ახალი წელი, უმეტესობა ჩვენგანისთვის, ტრადიციულ ფესტივალს წარმოადგენს, სახლის ინტერიერში ნოსტალგიური ელემენტები ფუნქციონირებს. ყველაზე საუკეთესო შედეგს კი ზუსტად ამგვარი და კლასიკური ფერების (მაგალითად, წითელის) ტანდემი იძლევა. რომელი ფერი იქნება წამყვანი ამ წლის ზამთრისთვის? დიზაინერები თვლიან, რომ ეს თეთრია - ყველაზე ელეგანტური ფერი ფერთა სამყაროში. მისი და ოქროსფერის კომბინაცია თბილ შედეგს მოგცემთ. ზამთრის ტრენდია ასევე თეთრისა და ღია, თაფლისფერი ფერების ნაზავიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უხდება სკანდინავიური სტილის სახლებს.

ვინტაჟური სტილის მოყვარულებს კი ეს წელი სასიამოვნო ტრენდებს სთავაზობს: ეს არის ტრადიციული აქსესუარები, რომლებიც გაფორმებულია ვარდისფერითა და პასტელური ზღვისფერი მწვანით. თქვენს ვინტაჟურ ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა იყოს ამფერი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურთები, ანგელოზის ფიგურები, მონეტები, ჩიტები და სხვა. ასევე ამ სტილს ვერცხლისფერი უყვარს. წელს კი ეს უკანასკნელი ოდნავ ნაცრისფერში გადადის.
თუ თქვენი სახლის ინტერიერი მოდერნულია, მაშინ მეტალისფერები დაგჭირდებათ. 2018 წელს მუქი იასამნისფერის, ვარდისფერისა და ნაცრისფერის ტრენდულობა იზრდება. თუ ნაძვის ხის სათამაშოებს ამ ფერებში გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ მათ რბილი მატერიებიც უნდა შეუსაბამოთ. ეს დაბალანსებაში დაგეხმარებათ.
2017 წელი სიმწვანის წელი იყო. ეს ფერი მომავალ წელსაც არ დაკარგავს პოპულარობას. თუ მწვანე ძალიან გიყვართ, მისი და ცოტაოდენი ვერცხლისფერის კომბინაცია არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ. ასევე მოდურად გამოიყურება მწვანე ნაძვის ხის სათამაშო ბურთებზე დატანებული წითელი-თეთრი სქემა. მწვანისა და ოქროსფერის შეხამებით კი 60-იან წლებს, არტ დეკოსა და ბაროკოს გააცოცხლებთ.
მომავალ წელს, დიზაინერები არც ლურჯ ფერს ივიწყებენ. მუქი ლურჯისა და ოქროსფერის ტანდემი - არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ ინტერიერის ატმოსფეროში ცოტაოდენი ნოსტალგიური ელემენტების შემოტანა გსურთ, ლურჯ ფერში შესრულებული ვარსკვლავების დეკორი აუცილებლად დაგეხმარებათ, ცოტაოდენი გლიტერი კი საახალწლო განწყობას შექმნის.
ჩვენ გირჩევთ
ჯონათან ადლერი - ინტერიერის თანამედროვე დიზაინერის ექსცენტრიული ნამუშევრები
ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა,
რის მიხედვით შევარჩიოთ საშხაპე კაბინები?
თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში აბაზანა იშვიათად თუ შეგხვდებათ. ალტერნატიულ ვარიანტად საშხაპე კაბინა და მისი მრავალი მოდიფიკაცია გვევლინება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7