ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის ბაღი? რჩევები ექსტერიერის დიზაინერებისგან

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია.

1403

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე დიდ ტერიტორიაზე მუშაობა, რაც თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი გრძელდება.

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე დიდ ტერიტორიაზე მუშაობა, რაც თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი გრძელდება.

წყარო: goodhousekeeping.com
წყარო: goodhousekeeping.com

პატარა ბაღის დიზაინის შექმნისას მთავარია ის ბევრი დეტალით არ გადავტვირთოთ, ასევე აუცილებლად უნდა დავიცვათ პროპორციულობა - ზედმეტად დიდი ქოთნები, დეკორის ელემენტები და მცენარეები ბაღის სრულიად აღქმას ხელს უშლის. პატარა ლანდშაფტისთვის საუკეთესო მაგალითად იაპონური ბაღი გვევლინება. იაპონელები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ცხოვრობენ, ცდილობენ საკუთარი სივრცის თითოეული სანტიმეტრი აითვისონ. ზუსტად ეს ძირითადი პრინციპი ახასითებთ იაპონურ ბაღებსაც. მინიატურული ხეები, იმიტირებული მრაქვალსაუკუნოვანი გიგანტები, მინი-ჩანჩქერები, კენჭები - ეს ყველაფერი თავს უზარმაზარ სამყაროში გაგრძნობინებთ, რომელიც პატარა „კუნძულზეა“ მოთავსებული. თუ აღმოსავლური ესთეტიკა გიზიდავთ, თქვენი პატარა ბაღისთვის იაპონური ფანრები ან ტრადიციული ტაძრის - პაგოდასის ფიგურა შეიძინეთ.

წყარო: inmyroom.ru
წყარო: inmyroom.ru

მინიატურული ბაღის გაფორმებისას მთავარი ლაკონურობაა, ამიტომ ნუ გამოიყენებთ დიდ დეკორატიულ ელემენტებს (სკულპტურებს, შადრევნებს), გადაჭარბებულ ფერებს ( ერთი-ორი ფერიც საკმარისი იქნება), დიდი მოცულობის ბუჩქებს და დიდ ყვავილოვან მცენარეებს. თქვენს პატარა ბაღს შეგიძლიათ ცენტრში პატარა აუზიც დაუმატოთ. მის მოსართავად დიდი ქვები არ გამოიყენოთ, რადგანაც აუზი უფრო მეტად პატარა გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია. ლანდშაფტის მთავარი ნაწილი გაზონია. რაც არ უნდა პატარა იყოს თქვენი საბაღო სივრცე, გაზონისთვის ადგილი აუცილებლად დატოვეთ. ეს გლუვი, ბარხატოვანი სიმწვანე ნებისმიერი ლანდშაფტური კომპოზიციისთვის იდეალურ ფონს შექმნის. პატარა ბაღის შემთხვევაში, უმჯობესია შეარჩიოთ სწრაფად მზარდი ჯიშის გაზონის ბალახები. სანამ თქვენი ბაღის დიზაინს შექმნით, მანამდე დაფიქრდით, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ მცირე სივრცე. ამაში დაგეხმარებათ: საბურავებისგან შექმნილი კლუმბები, მრავალსართულიანი, ძველი კომოდებისა თუ ავეჯისგან დამზადებული ყვავილის სადგამები, კონტეინერები მცენარეებისთვის, ტექსტილის ან პლასტმასის „ჯიბეები“ ყვავილებისთვის.

წყარო: wolfhouse.us
წყარო: wolfhouse.us

როზმარინი, პიტნა, ლავანდა, ბაზილიკი - ეს ის მზარდი მცენარეებია, რომლებიც გამოყოფილ ტერიტორიას არ მოითხოვს. მათთვის რამდენიმე კვადრატული მეტრიც კი საკმარისია. ამ არომატულ მცენარეებს უყვართ მზე და მყუდრო ადგილი. მათ ქოთნებსა თუ კონტეინერებში სხვადასხვა მწვანილი (ოხრახუში, რეჰანის ფოთლები) შეგიძლიათ დაამატოთ. ვიზუალურად ეს ძალიან მიმზიდველი იქნება. გაზონს ძალიან უხდება ისეთი მცენარე, როგორიცაა ჰორტენზია. მიწის მჟავიანობის გათვალისწინებით, მისი ყვავილები სხვადასხვა ფერს იღებს - ვარდისფერიდან - ლურჯამდე. სურნელოვანი ბუჩქებიდან არჩევანი ჟასმინზე ან იასამანზე გააკეთეთ.

წყარო: inmyroom.ru
წყარო: inmyroom.ru

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ორიგინალური და ულამაზესი ნაძვის ხეები მსოფლიოს გარშემო

ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულის დადებითმა მუხტმა ყველა ჩვენგანი მოიცვა.

1387
ნახე მეტი
ექსტერიერი

2017 წლის ქვიშის ფესტივალები - გამორჩეული ღონისძიება სკულპტორთათვის

„ქვიშის ქალაქი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვიშის ფესტივალია, რომელიც ქვიშისგან დამზადებულ სკულტპურების გამოფენას მასპინძლობს

1521
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575