ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში
2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს
შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათება და მორთვაა. დღეს, ჩვენ რამოდენიმე მშვენიერ განათებას განვიხილავთ, რომელიც დიდ მეგაპოლისებს ამშვენებს.
შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათება და მორთვაა. დღეს, ჩვენ რამოდენიმე მშვენიერ განათებას განვიხილავთ, რომელიც დიდ მეგაპოლისებს ამშვენებს.
როგორც ყოველთვის, წელსაც გასაკუთრებულად ლამაზია ინგლისის დედაქალაქი, ლონდონი. საშობაო ბაზრობები, საციგურაო მოედნები და რა თქმა უნდა, ულამაზესი ქუჩის განათებები, რომელიც ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. რა თქმა უნდა, ქუჩის საახალწლო მორთულობა ყოველწლიურად იცვლება და სხვადასხვა თემატიკის მატარებელია. ამ წელს განსაკუთრებულად მიმზიდველია ოქსფორდის ქუჩა, როელიც ბრწყინავ და კაშკაშა ადგილად არის ქცეული, სადაც 1778 ანათებაა დამონტაჟებული. წლევანდელი განათება ფიფქების თემატიკითაა შთაგონებული, რომელსაც აკომპანიმენტს ბრწყინავი იასამნისფერი ბურთები უწევენ.
ქარნაბის ქუჩა როგორც ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული და მიმზიდველი ტურისტული ატრაქციაა საშობაო პერიოდში. წელს თემატიკა ჯგუფი Queen – ი და მათი უკდვავი ჰიტი “Bohemian Rhapsody”-ია. ფრედი მერკურის მიერ დაწერილი ტექსტი თვალისმომჭრელად კაშკაშებს მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე. განსაკუთრებულად მშვენიერია რეჯენთის ქუჩა, რომელც ძირთადად შოფინგისთვისაა განკუთვნილი. წელს ქუჩას, ანგელოზების სწორედ ის ულამაზესი გირლანდები ამშვენებს, რომელიც ამ ქუჩის პირველად მორთვისას, 1954 წელს, გამოიყენეს.
ახალ წლის პერიოდში, ყოველწლიურად უამრავი ტურსტი ჩადის პარიზში, რათა უმშვენიერესი ქალაქის ზღაპრული მორთულობებით დატკბეს. განათებული შუასაუკუნოვანი თაღები, თანამედროვე ილუმინაციები, ბრწყინავი და შთამბეჭდავი გირლანდები ქალაქს ჯადოსნურობას სძენს. განათებები ნოემბრიდან მონტაჟდება და იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით ამშვენებს ქალაქს. განსაკუთრებულად ლამაზი ტურისტული ატრაქციებია ელისეის მინდვრების და მონტენის ავენიუები, მონმარტის რაიონი, ბერსის სოფელი და სხვ. თუ საახალწლოდ ამ უმშვენიერეს ქალაქს ეწვევით დარმწუნდებით, რომ მას „სინათლის ქალაქის“ წოდება ტყუილად არ მოუპოვებია.
ჩვენ გირჩევთ
ბაღის განათების ტიპები და მათი მნიშვნელობა ექსტერიერის დიზაინში
ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა.
“ლოულაინი” - მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა პარკი და ახალი ხედვა ლანდშაფტის დიზაინში
ქალაქში, მწვანე სივრცის არსებობის აუცილებლობამ გამოიწვია არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრების გაერთიანება, ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7