ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ სათავსოები თანამედროვე მისაღებ ოთახში?

ჩვენი სახლი არა მარტო კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს, არამედ დამატებით ფუნქციებსაც ასრულებდეს.

1974

ჩვენი სახლი არა მარტო კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს, არამედ დამატებით ფუნქციებსაც ასრულებდეს. პირველ ადგილას, ამ მხრივ, მოსახერხებელი და გამოსაყენებელი სათავსოები დგას. ორიგინალური ფასადი თუ უჩველო ფერთა გამის შეხამება, თანამედროვე დეკორი თუ არასტანდარტული მასალების შერჩევა - არატრივიალური სათავსოების დასამზადებლად დაგჭირდებათ. მისაღებ ოთახში, სადაც ეს ავეჯი, სხვა ოთახებთან შედარებით, უფრო მეტად გვხვდება, ტიპური „სწენკები“ გამოიყენება. მათ ალტერნატივად თანამედროვე სტილის, მაღალფუნქციური, მოდულარული სათავსოები წარმოგვიდგება. ამ უკანასკნელთა განსხვავებულობა კი, პირველ რიგში, მათ დიზაინში ჩანს: ფერთა უჩვეულო შეხამება, ორიგინალური საფარი მასალა, არატიპური კონსტრუქცია - ჩატეხილი ხაზები, დაქანებული ელემენტები, არახაზოვანი თაროები, მოჩუქურთმებული ფასადი, მინის ჩანართები, ლაქოვანი ზედაპირი. ესთეტიკური მონაცემების გარდა, ჩვენი სათავსოები, პრაქტიკულ საჭიროებებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ლამაზი ჭურჭლისთვის კარადა-ვიტრინები მინის კარითა თუ ღია თაროებით არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნებოდა; ბიბლიოთეკისთვის კი, უპირატესობა, განცალკევებულ თაროებს მიანიჭეთ. ვიდეოზონისთვის თანამედროვე მოდულური სისტემა იდეალური იქნება.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

თუ თქვენს მისაღებ ოთახში ბუხარია დამონტაჟებული, დარჩენილი სივრცე სათავსოთი აითვისეთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ოთახის ზომა და ბუხრის განლაგება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კი ბუხრის გვერდი-გვერდ სათავსოების განლაგება იქნებოდა. როცა საქმე ბიბლიოთეკას ეხება, თქვენ შეგიძლიათ ერთი კედელი მას სრულად მიუძღვნათ. ზედა იარუსზე წიგნების ღია თაროები გააკეთეთ, ქვედაზე კი - დახურული. დაბალი მოდულები პოპულარული ტიპის სათავსოებია დაბალი ჭერის მქონე ოთახებისთვის. საშუალო ზომის ავეჯი იდეალურად შეესაბამება მისაღები ოთახის ლაკონურ ინტერიერს. მსგავსი სათავსოები ტელევიზორის ქვეშ განათავსეთ. მყუდრო ფასადები, მკაცრი ფორმები და ხაზები - ეს ყველაფერი თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერს ქმნის. მისაღებ ოთახში სივრცის სწორად განაწილებაში, სათავსოების ფანჯრების ქვეშ განლაგება, ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. იდეალური აზრი იქნებოდა, თუ მათი დახმარებით, სამუშაო ადგილს შექმნიდით. ამისთვის დაგჭირდებათ პატარა საწერი (პლუს კომპიუტერის) მაგიდა, რომელსაც შენახვის ფუნქციაც ექნება, მინი-ავეჯი და მოსახერხებელი სკამი.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

რაც შეეხება ფერებს, ღია ფერის თეთრი თაროები პოპულარობას არ კარგავს. ეს ფერი კარგად ესაბამება ნებისმიერ ავეჯს. ტრენდულია ნაცრისფერის გამოყენებაც. ის ნეიტრალურია და სათავსოებს გამძლე იმიჯს უქმნის. გამოიყენება შემდეგი მასალები: ლამინატი, პარკეტი და ხე. ამ უკანასკნელისგან დამზადებული სათავსოები კი პოპულარობას და ტრენდულობას ნამდვილად არ კარგავს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კარის ფორმის ჟალუზები - ორიგინალური არჩევანი ინტერიერის დიზაინში

კარის ფორმის ჟალუზები ინტერიერის დიზაინში არცთუ ისე ხშირად გვხვდება. მსგავსი დეკორი თავისებურია და ჰარმონიულად ერწყმის, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინს.

2350
ნახე მეტი
ინტერიერი

აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში

აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.

1863
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575