ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო? ინოვაციური რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

თანამედროვე სააბაზანო ცდილობს გახდეს უფრო თბილი და საჭირო სივრცე, ამიტომაც მასში ბუნების ელემენტების შეტანა, დეკორაციის სახით ძალიან მოდურია.

1283

სააბაზანოს მოწყობა, მითუმეტეს ახალ ბინაში საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სივრცე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს და ყველა უმნიშვნელო შეცდომა, მომავალ ყოველდღიურობაში დიდ პრობლემად იქცევა. გარდა ამისა, სააბაზანო დიდი, დროზე გათვლილი „ინვესტიციაა“, რომლის განახლებას სეზონების მიხედვით არ გეგმავთ. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტი კარგად უნდა დაგეგმოთ, იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი დიზაინერი და რაც მთავარია სწორად ეძებოთ ინსპირაცია.

სააბაზანოს მოწყობა, მითუმეტეს ახალ ბინაში საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სივრცე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს და ყველა უმნიშვნელო შეცდომა, მომავალ ყოველდღიურობაში დიდ პრობლემად იქცევა. გარდა ამისა, სააბაზანო დიდი, დროზე გათვლილი „ინვესტიციაა“, რომლის განახლებას სეზონების მიხედვით არ გეგმავთ. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტი კარგად უნდა დაგეგმოთ, იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი დიზაინერი და რაც მთავარია სწორად ეძებოთ ინსპირაცია.

წყარო: Tongue N Groove
წყარო: Tongue N Groove

სწორედ „სწორი შთაგონების“ მოსაძებნად და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად არსებობს ყოველწლიური გამოფენა KBIS (Kitchen and Bath Industry Show), სადაც ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის საოცნებო სააბაზანო სივრცეს. KBIS- ის გამოფენას უფრო ახლოს მოაქვს მომხმარებელთან დიზაინერის კონცეფცია, რითაც განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს ორი მნიშვნელოვანი სათავსოს, სააბაზანოსა და სამზარეულოს მოწყობისას. 2016 წლის გამოფენაზეც განისაზღვრა რამდენიმე „ტრენდი“, რომლებიც კიდევ რამდენიმე წელი არ დაკარგავს აქტუალობას.

წყარო: Sulberg Demkiw Architects
წყარო: Sulberg Demkiw Architects

პირველ რიგში, განვსაზღვროთ რა მასალით უნდა მოეწყოს თანამედროვე სააბაზანო. ზოგადად, ბოლო დროის ინტერიერი ცდილობს ყველა სტერეოტიპი დაანგრიოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია - თანამედროვე ადამიანს სივრცეში სულ უფრო და უფრო ნაკლები შეზღუდვა აქვს. სწორედ ამიტომ, აქტუალურია სათავსოებში „მოულოდნელი“ მასალის გამოყენება. სააბაზანოს შემთხვევაში ეს უჩვეულო მატერია არის ხე. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ხის სიმყუდროვე და თბილი განწყობა სააბაზანოს ზედაპირზე და დეკორში თამამად შევიტანოთ - ამ მასალის დამუშავების ახალი მეთოდები გვაძლევს საშუალებას ის აქამდე „ტაბუდადებულ“ სივრცეებშიც შევიტანოთ. ხის გამოყენება სასურველია კედლის ან თუნდაც იატაკის ზედაპირად, კიბის მასალად (თუკი სივრცე ამას მოითხოვს) და ნიჟარადაც კი. ხის გარდა, სააბაზანოს სივრცეში აქტუალურია მეტალიც. ნატურალურ მასალასთან გამოყენების შემთხვევაში იგი განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის და სივრცის ზედაპირი მთლიანობაში მინიმალისტური, მაგრამ მრავალფეროვანია.

წყარო: CLPM Limited
წყარო: CLPM Limited

ისეთ სივრცეში, როგორიც სააბაზანოა, ტონალობასა და ზოგადად ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ინტერიერის დიზაინერების აზრით, რემონტისას არჩევანი ცივ ფერებზე უნდა შევაჩეროთ. დიზაინერი, კარმელ დი, ფიქრობს, რომ თანამედროვე სააბაზანოსთვის იდეალური ფერებია ლურჯისა და ზურმუხტისფერის სხვადასხვა ტონალობები და მათი შეხამება თეთრ ფერთან. თეთრ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სივრცეში: პატარა სააბაზანოებში იგი სივრცის ილუზიას და სისუფთავის შეგრძნებას ქმნის, რაც სათავსოსთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ფერები თავად აარჩიოთ, თუმცა ეცადეთ ისინი თეთრთან ერთად გამოიყენოთ და არჩევანი შედარებით ცივ ტონალობაზე შეაჩეროთ, რადგან სააბაზანოს ამრეკლ ზედაპირთან ერთად ისინი სუფთა კომპოზიციას ქმნიან, რაც ხშირად წყლის ილუზიასაც კი იწვევს

წყარო: Smarter Bathrooms
წყარო: Smarter Bathrooms

თანამედროვე სააბაზანო ცდილობს გახდეს უფრო თბილი და საჭირო სივრცე, ამიტომაც მასში ბუნების ელემენტების შეტანა, დეკორაციის სახით ძალიან მოდურია. ხის მასალითა და თეთრი ფილებით გადაწყვეტილ სივრცეში მწვანეს განსაკუთრებული ეფექტი შეაქვს. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავად ფილებიც აქციოთ დეკორად: ორიგინალური გეომეტრიული წყობითა და განსხვავებული ფერით. იმისთვის, რომ ერთი შეხედვით „ცივ“ გარემოში მეტი სიმყუდროვე შევიტანოთ, ზოგიერთი დიზაინერი გვთავაზობს მცირე ზომის ავეჯის შეტანას (სკამი, დაბალი მაგიდა..) სათავსოში, წმინდა დეკორატიული დატვირთვით.

წყარო: GIA
წყარო: GIA

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი ჩვენს საცხოვრებელში?

ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი საწყისს ძველი შენობების გათანამედროვებისგან იღებს.

1811
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ სათავსოები თანამედროვე მისაღებ ოთახში?

ჩვენი სახლი არა მარტო კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს, არამედ დამატებით ფუნქციებსაც ასრულებდეს.

1922
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575