საძინებლის მოწყობის 9 ორიგინალური იდეა
საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. იხილეთ მისი მოწყობის 9 ორიგინალური იდეა...
საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. ამასთანავე, ის ჩვენი პირადი სივრცის ნაწილიცაა და გაფორმების მხრივ, მისაღებ ოთახზე არანაკლებ მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს — საძინებლის დადებითი ატმოსფერო მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
რაფინირებული და ელეგანტური
შავ-თეთრი ზოლების ღია ცისფერთან ნაზავი თქვენ საძინებელში ელეგანტური შიკის ელემენტებს შეიტანს. დაბალი კარადის თავზე შეგიძლიათ რამდენიმე აქსესუარი და სამკაული განალაგოთ, კედლები კი მარტივი პრინტებით გააფორმოთ. მნიშვნელოვანია ფაქტურების კონტრასტი: სატინის გადასაფარებელსა და თეთრეულთან მოხერის ბალიშების შეხამებით, მდიდრულ და ამავდროულად კომფორტულ ინტერიერს შექმნით.
წესრიგის ეფექტი
ინტერიერის ეს კომპოზიცია მამაკაცის კოსტიუმივით ელეგანტური და ზომიერია. მატყლის, ტყავის და ხის ფაქტურების შერწყმაც მასკულანურ აურას ქმნის, კუბოკრულ ქსოვილებს და პლედს კი, ოთახში განსაკუთრებული წესრიგის და სიმყურდოვის ენერგეტიკა შემოაქვთ. სადა ავეჯი და სკრუპულოზურად გასწორებული ლოგინი საძინებელში მოდერნის მუხტს ემსახურებიან, მონოგრამული აქცენტები კი — იქ მცხოვრები პერსონის ინდივიდუალიზმს უსვამენ ხაზს.
წარსულის რეინკარნაცია
საძინებლის მდიდრული ინტერიერი დიდი რაოდენობით ბალიშების, სქელი ქსოვილით შეკერილი გადასაფარებლის და ნეიტრალური ფერების შეხამებითაა შექმნილი. მთლიანად ხავერდის ნოხით დაფარული იატაკის და ვინტაჟის ელემენტების — ძველი სარკის, გრძელი, დრაპირებული ფარდების და ანტიკვარული აქსესუარების კოლექციის დამსახურებით, ოთახი ძველ ევროპულ სასტუმროს მოგვაგონებს.
წმინდა რომანტიკა
საძინებელში ამ ლუქის შესაქმნელად მიტკლის თეთრეული და რუშებიანი ბალიშის პირები დაგჭირდებათ, გამჭვირვალე, თეთრ ფარდებთან და მინიმალისტურ ლარნაკში მოთავსებულ, ახლადმოკრეფილ ყვავილებთან ერთად. ოთახის ატმოსფეროს კურორტისთვის დამახასიათებელ სიგრილეს ღია სალათისფერი კედლები შემატებენ.
ბოჰემური გლამური
შეიძინეთ კლასიკური სტილის, რბილ-ზურგიანი, ან ფოტოზე ნაჩვენების მსგავსი — ორნამენტით გაფორმებული საწოლი, რომელსაც შესაბამის აქსესუარებს შეუხამებთ. ბამბუკის ფარდა, დაპრინტული ბალიშისპირები და გადასაფარებლები, კედლის პრინტებსა და მინის მაგიდასთან ერთად, ოთახში მშვიდ და ამავდროულად გლამურულ გარემოს შექმნიან.
პარიზული შიკი
სწორად შერჩეული ტექსტურების შემთხვევაში, შავ-თეთრის თავშეკავებული პალიტრით, ძალიან მდიდრული ინტერიერის შექმნაა შესაძლებელი. მუქ ფერში შეღებილი ხის იატაკი, თეთრ კედლებთან ერთად, ელეგანტურ ჭაღს, თხელი ქსოვილის გადასაფარებელს და ხავერდის ბალიშებს უსვამს ხაზს. საძინებლის ინტერიერში დასრულებული შტრიხების შესატანად თაროზე ვიტაჟური სუნამოების ბოთლები განალაგეთ.
ვინტაჟური შარმი
თუ ძველი ნივთების ბაზრობებზე ბოდიალი გიყვართ, ეს ინტერიერი თქვენთვისაა. შეიძინეთ სასურველი ავეჯი დაუფიქრებლად — ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გადაღებვა მოგიწევთ. სიძველის ეფექტების დიდი რაოდენობით გამოყენება ხანდახან დეპრესიულ გარემოსაც ქმნის ხოლმე, ამიტომ ასეთ ნივთებს სიფრთხილით შერჩევა უნდა. საძინებლის ლუქი გარკვეულწილად დღევანდელობასაც რომ შეესაბამებოდეს, ინტერიერში თანამედროვე პრინტის მინი-ელემენტი შეიტანეთ — მაგალითად, ქსოვილი, რომელსაც აღდგენილ სკამს გადააკრავთ.
თბილი მოდერნი
ამ სტილის საძინებლები მინიმალისტური და სადაა. დეკორაციაში სითბოს ელემენტის შესატანად წითელი ფერის ელემენტების გამოყენება ცადეთ. ფოტოზე ნაჩვენები ინტერიერის ვარიანტში, საწოლის გადასაფარებლის წითელი ზოლი დიდი ზომის აბსტრაქციას შეუხამეს. თუ ფერწერული ნამუშევრის შეძენის საშუალება არ გაქვთ, გადასაფარებლის ფერებში გადაწყვეტილი რაიმე პრინტი შეიძინეთ და ჩარჩოზე გადაჭიმეთ. საძინებლის ავეჯის შერჩევისას, უპირატესობა მარტივ, ფეხებიან საწოლს მიანიჭეთ, რომელსაც ასევე მინიმალისტურ სანათებს შეუხამებთ. ცივი ინტერიერის გაცოცხლების იდეალური საშუალება, ასევე, ქოთნის მცენარეებია, რომლებსაც ოთახის სხვადასხვა კუთხეში და თაროებზე განალაგებთ.
ფერების თამაში
საძინებლის ფრონტალური კედელი აქცენტისთვის გამოიყენეთ და განსხვავებული, მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილი შპალერით გააფორმეთ. პოპ-არტის მუხტის შესატანად ოთახის სხვა დეტალები — მაგალითად, ბალიშები, შპალერის საპირისპირო ფერებში გადაწყვიტეთ. აუცილებელია სიჭრელის ელემენტების გამანეიტრალებელი დეტალებიც — კრემისფერი გადასაფარებლით გაფორმებული თეთრი, ხის ზურგიანი საწოლი, ამავე ფერის სანათთან ერთად, ოთახის ფერადოვნებას დააბალანსებს.სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ
როგორ შევარჩიოთ კაფელი სააბაზანო ოთახისთვის?
სააბაზანო ოთახს რამდენიმე მახასიათებელი უნდა გააჩნდეს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სიმარტივე, თვითმყოფადობა და კომფორტულობა. ჩამოთვლილთა ხარისხსის გაუმჯობესებაში იატაკისა და კედლების სწორი დიზაინი გვეხმარება.
აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში
აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7