ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ კაფელი სააბაზანო ოთახისთვის?

სააბაზანო ოთახს რამდენიმე მახასიათებელი უნდა გააჩნდეს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სიმარტივე, თვითმყოფადობა და კომფორტულობა. ჩამოთვლილთა ხარისხსის გაუმჯობესებაში იატაკისა და კედლების სწორი დიზაინი გვეხმარება.

2680

სააბაზანო ოთახს რამდენიმე მახასიათებელი უნდა გააჩნდეს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სიმარტივე, თვითმყოფადობა და კომფორტულობა. ჩამოთვლილთა ხარისხსის გაუმჯობესებაში იატაკისა და კედლების სწორი დიზაინი გვეხმარება. ყველაზე პოპულარულ ვარიანტად კაფელი გვევლინება. ამ უკანასკნელის არჩევისას, შემდეგი მახასიათებლები გაითვალისწინეთ: ტექნიკური ნორმატივები (ეს გულისხმობს მდგრადობის კოეფიციენტს, რომელიც 1-დან 5-მდე ვარირებს. სააბაზანო ოთახისთვის, უმჯობესია, ეს 3-ზე დაბალი არ იყოს), დაფარვის პატამეტრები და ფილების ფუნქციურობა. ფილები ორი ტიპის გვხვდება: კედლებისთვის და იატაკისთვის. კედლის ფილა ქიმიური რეაქციების მიმართ ნაკლებად გამძლეა. აქვს ტენიანობის შესრუტვის მაღალი დონე - დაახლოებით 20 პროცენტი. იატაკის ფილები კედლისასთან შედარებით უფრო გამძლეა, მაგრამ ტენიანობის შთანთქმის დონე დაბალი აქვს - 5-6 პროცენტამდე.

წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com

კაფელის მასალებიდან გამომდინარე 4 ტიპის ფილას გამოყოფენ: 1. კერამიკული ფილა - ეს არის ყველაზე იაფი ვარიანტი, რაც მის წუნზე არ მიგვანიშნებს. უბრალოდ, სხვა ფილებს ტექნიკური მახასიათებლებით ბევრად ჩამოუვარდება. 2. ფაიფურის ფილები - მისი მასალა ბუნებრივ ქვას ჰგავს, თუმცა შედარებით ძნელად ტყდება. არ იშლება ყინვისა თუ ტემპერატურის რადიკალური ცვალებადობის დროს. 3. ბუნებრივი ქვა - ამ ტიპის კაფელი ყველაზე მოთხოვნადია. ეს არის ბუნებრივი სუფთა მასალა, რომელიც ზედაპირზე გაჩენილი ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარეა. 4. მინის ფილები კი ყველაზე ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს.

წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფილების ზომასა და ფორმას. ზომების კლასიფიკაციის მიხედვით, შეგვიძლია გამოვყოთ, სტანდარტული, დიდი და პატარა ფილები. სტანდარტული დაახლეობით 20-30 სანტიმეტრისა. თუ სააბაზანო ოთახი არც ისე დიდი ფართისაა, ფილების საშუალებით ის შეგიძლიათ ვიზუალურად გაზარდოთ. მაგალითად, ამაში დაგეხმარებათ მოჭიქული, ამრეკლავი ზედაპირის ან სარკისებრი ფილები. ასევე უმჯობესია კედლის ფილები ვერტიკალურად იყოს დაწყობილი, იატაკის კი - დიაგონალურად.

წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com

ფერთა შერჩევისას გაითვალისწინეთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ოთახის განათება. რაც უფრო მუქია სააბაზანო, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ის ნათელი ფილებით დაამშვენოთ. ხშირად გამოყენებადი ფერთა ტანდემი თეთრი და შავი ტონია, რომელიც პოპულარობას, ალბათ, არასოდეს დაკარგავს. გახსოვდეთ, რომ ამფერი ფილების შემთხვევაში, ისინი ხშირად უნდა წმინდოთ, რადგან მცირეოდენი ტალახი, საპონისა თუ წყლის ლაქები მარტივად შესამჩნევია ხოლმე. ლურჯი და მწვანე ტონი სააბაზანო ოთახის ფერთა გამაში ლიდერები არიან. ლურჯი წყლის ფერია, მწვანეს კი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ალტერნატიულ ფერებს რაც შეეხება, ესთეტიკური თვალსაზრისით, ყვავილოვანი ფერთა გამა ვიზუალურად ლამაზ ეფექტს ქმნის.

წყარო: www.Remontbp.com
წყარო: www.Remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

სკანდინავიური სტილი ინტერიერის დიზაინში

სკანდინავიური სტილი სოციალ-დემოკრატიული აზროვნების შედეგია. ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად ფიქრი იმაზე, რომ კეთილმოწყობილ სახლს ყველა იმსახურებს, ნელ-ნელა მწიფდებოდა...

1690
ნახე მეტი
ინტერიერი

მინიმალიზმი ინტერიერში - ის, რაც უნდა იცოდეთ, სანამ ოთახის მოწყობას დააპირებთ

ტერმინი მინიმალიზმი, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თითქოს თვითონ დიზაინის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ეს ასე ნამდვილად არაა...

2823
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575