ცხოვრების სტილი

შინაური ცხოველების დადებითი თვისებები და 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ მათზე

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს.

8926

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს. ცხოველთა მოყვარულებმა და პატრონებმა კარგად იციან, თუ როგორი სასიამოვნოა ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობა, მათი მოვლა, მათთან დროის გატარება. სიყვარული და სითბო, რომელსაც გასცემ, ორმაგად გიბრუნდება უკან. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ცხოველთა ყოლის, დადებითი თვისებების შესახებ შეგვიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკოთ...

წყარო: Sheknows.com
წყარო: Sheknows.com

ცხოველებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინონ, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება ადამიანზე. დამტკიცებულია, რომ კატებთან ურთიერთობა ამცირებს წნევას და სტრესს, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს ორგანიზმში. ხოლო ძაღლის პატრონებს, გულის შეტევის შემდეგ გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ცხოველების წყალობით ჩვენ გვიუმჯობესდება იმუნური სისტემა და ნაკლებად ალერგიულები ვართ. ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად იზრდებოდნენ, გამოირჩევიან ძლიერი იმუნური სისტემით და ნაკლები ალერგიულობით.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

ცხოველების წყალობით, გვინდა თუ არა, ჩვენი ცხოვრების სტილიც უმჯობესდება. არ აქვს მნიშვნელობა ძაღლის მფლობელი ბრძანდებით თუ კატის, როდესაც შინაურ ცხოველის პატრონი ხართ, მათზე ზრუნვა გიწევთ და თქვენ სწორი რეჟიმით იწყებთ ცხოვრებას. ის აქტივობები, რომლის კეთებაც ცხოველთა მოვლისათვისაა საჭირო, იქნება ეს ძაღლის გასეირნება თუ კატისთვის საჭმლის მირთმევა, თქვენს ჯანმრთელობაზე ნამდვილად დადებითად აისახება.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

შინაური ცხოველები არამარტო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ისინი ჩვენ გვაბედნიერებენ. დაღლილი დღის შემდეგ ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება და საყვარელ ცხოველთან ჩახუტება, მისი მოფერება. ცხოველები ხომ ყოველთვის დიდი სიყვარულით გველიან. თქვენ თავს მარტოსულად არასდროს, იგრძნობთ როდესაც სახლში საყვარელი არსება გელოდებათ, რომელიც გრძნობს და განიცდის თქვენთან ერთად და ცდილობს დაძაბული დღის შემდეგ ცხოვრება გაგიხალისოთ. სტრესისა და დეპრესიის შემცირება კი დღესდღეობით ნამდვილად აუცილებელია.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

ცხოველის ყოლა თქვენ სოციალურ ცხოვრებაზეც აისახება. მაგალითად ძაღლის გასეირნებისას შეიძლება ბევრი სხვა ადამიანი გაიცნოთ. საერთო ინტერესი, მითუმეტეს თუ ეს ინტერესი კეთილი და გონიერი არსებაა, აუცილებლად აახლოებს ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ ცხოველებზე ზრუნვით ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ბავშვობიდან გვყავს. ბავშვები, რომლებსაც შინაური ცხოველები ყავთ უფრო კომუნიკაბელურნი და მზრუნველნი არიან. ასე, რომ თუ თქვენი პატარა ცხოველის ყოლას გთხოვთ ან თქვენც გინდათ იზრუნოთ რაიმე არსებაზე არ დაიზაროთ და გაამდიდრეთ ოჯახი ახალი წევრით, რომელსაც აუცილებლად ეყვარებით და იზრუნებს თქვენზე.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

რატომ არის პიკნიკზე წასვლა სასარგებლო აქტივობა და როგორ დავგეგმოთ ის სწორად

კარგი ამინდები საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად და საინტერესოდ დავგეგმოთ ჩვენი თავისუფალი დრო და ის ჯანსაღ გარემოში გავატაროთ.

1986
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ახალ წელს ჩატარებული გამორჩეული და სიმბოლური დატვირთვის მქონე ღონისძიებები

ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე.

1646
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575