ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ფერი ჩვენი ბინისათვის? ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები დიზაინერებისგან

თუ ამ ზაფხულმა თქვენს ბინაში მზის სხივთან ერთად, რემონტის მტვერიც შემოიტანა, ეს სტატია ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.

2379

თუ ამ ზაფხულმა თქვენს ბინაში მზის სხივთან ერთად, რემონტის მტვერიც შემოიტანა, ეს პოსტი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. თუ ჯერ კიდევ ათანხმებთ დეტალებს ოჯახის წევრებთან, უსმენთ მეგობრების, მეზობლებისა და ხელოსნების ექსპერტულ მოსაზრებებს, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ დრო ინტერიერის დიზაინერების რჩევებიც გაითვალისწინოთ. სივრცეში მოხვედრისას პირველად თვალში ის გვხვდება, რაც მას გამოარჩევს სხვა ოთახებისგან. იქნება ეს დიდი წითელი კედელი თუ უზარმაზარი სარკე, ეს ელემენტი სივრცის სავიზიტო ბარათი გახდება. სწორედ ის ერთი (ან რამდენიმე) მახასიათებელი უნდა ავარჩიოთ მათემატიკური სიზუსტით, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერს ყველაზე მეტად „შეაწუხებს“. ამის მიღწევა დეკორირებისას ძირითადად ფერით ხდება.

წყარო: Jacqueline DuBois
წყარო: Jacqueline DuBois

ჩარლზ ბუკოვსკი ამბობდა, რომ უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვიყვარს და უფლება მივცეთ მოგვკლას. ამ რჩევისთვის დაჯერება სახლის დეკორირებისას ნამდვილად არ იქნება ჭკვიანური, რადგან სიკვდილის ალტერნატივა აქ ნერვული აშლილობაა. მიუხედავად ამისა, რემონტის დროს ხშირად სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ: თუ კონტრასტი მოგვწონს, ან უბრალოდ ნარინჯისფერზე „ვგიჟდებით“, წითლად ვღებავთ მთლიან კედელს ან ვაკეთებთ იმდენ ნარინჯისფერ აქცენტს რომ იგი დომინანტი ხდება. ასეთი შემთხვევები ინტერიერის დიზაინში იმდენად ხშირია, რამდენადაც პასტელური ფერით გადარეცხილი სივრცეები და მდიდრული ოქროსფერით აწყობილი ღარიბული ოთახები. ფერი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ტონალობა ქმნის სივრცის იერს და საცხოვრებელ გარემოს.

წყარო: Elledecor.com

წყარო: Bloomingville Pretty
წყარო: Bloomingville Pretty

პირველ რიგში, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ დავიცვათ ბალანსი. ეს კი ფერთა გამის არჩევას და მის ფარგლებში ჭადრაკულად ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. დღესდღეობით, ითვლება, რომ რაც უფრო ფართო ფერთა გამას ააწყობთ, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვა დეკორი. თუმცა, უფრო თამამი ინტერიერის დიზაინერები, თამამ დამკვეთებთან ერთად, ერთი ფერის მრავალ ტონალობას ათამაშებენ სივრცეში. მიღებული მეთოდია კედლების თეთრად შეღებვა და ავეჯით, იატაკითა და დეკორით სიჭრელის შეტანა საცხოვრებელში.
გასულ წელს, British Columbia-ს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, მწვანე, იისფერი და მათი ელექტრული ვარიაციები კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფერს მხოლოდ ესთეტური დატვირთვა არ აქვს, ამიტომ, ამ ფერების დომინანტ ტონებად არჩევა ძალიან პოპულარული და მოდური გახდა.აქტუალურია თეთრიც, თუმცა, „იერის განმსაზღვრელ“, დომინანტ ფერებთან ძირითადად ვარდისფერს, მის მშვიდ, ჭუჭყიან ფერს არჩევენ. იგივე ხასიათის ყვითელი ტონალობებიც ძალიან აქტუალური ტრენდია.
ზოგადად, თანამედროვე, საცხოვრებელი ინტერიერის დიზაინი ბალანსზეა ორიენტირებული. იქნება ეს თეთრ გარემოში შეტანილი ბუნებრივი მასალის ტონები, თუ ელექტრული, ჭრელი ფერები, მთავარია ოთახში დატოვოთ თუნდაც სულ პატარა, ნეიტრალური სივრცე.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში

გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.

2009
ნახე მეტი
ინტერიერი

ჭკვიანი ავეჯი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს.

2059
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575