ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ სანათურები საბავშვო ოთახისთვის?

საბავშვო ოთახში ჭაღი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური მასალები, ესთეტიკური ვიზუალი.

1807

საბავშვო ოთახში ჭაღი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური მასალები, ესთეტიკური ვიზუალი. ასევე ბავშვის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია, თუ საბავშვო ოთახს ზედმეტად ბავშვური დიზაინით არ მორთავთ, რადგან მალე მისი შეცვლა მოგიწევთ. თუ ფინანსური საკითხი პრობლემატური არ არის, შეგიძლიათ პატარას ზღაპრის გმირებით დამშვენებული სანათურები უყიდოთ, დროთა განმავლობაში კი მოზარდის სურვილები გაითვალისწინოთ.

საბავშვო ოთახში ჭაღი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური მასალები, ესთეტიკური ვიზუალი. ასევე ბავშვის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია, თუ საბავშვო ოთახს ზედმეტად ბავშვური დიზაინით არ მორთავთ, რადგან მალე მისი შეცვლა მოგიწევთ. თუ ფინანსური საკითხი პრობლემატური არ არის, შეგიძლიათ პატარას ზღაპრის გმირებით დამშვენებული სანათურები უყიდოთ, დროთა განმავლობაში კი მოზარდის სურვილები გაითვალისწინოთ.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნური განათება დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ამიტომ, აქ მხოლოდ ერთი სანათური არ გეყოფათ. სინათლის გავრცელება სწორად რომ უზრუნველყოთ, გამოიყენეთ ჭერის სანათურები. ასევე მნიშვნელოვანია პერიფერიული განათების დამონტაჟებაც. მაგიდის სანათური კი სასწავლო მაგიდისთვის განუყოფელი ნაწილია. საწერი მაგიდა ისე უნდა დადგათ, რომ მან შუქის გავრცელებას ხელი არ შეუშალოს. მაგალითად, როცა ბავშვი წერს, მისი ხელებით სინათლე არ უნდა „დაიხუროს“. ამიტომ, მაგიდის სანათური მარცხენა მხარეს დადგით. გაითვალისწინეთ, რომ სინათლე მსუბუქი უნდა იყოს, რათა თვალების დაღლილობა არ გამოიწვიოს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

უდავოა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი განათება რადიკალურად განსხვავდება მოსწავლეების განათებისგან. ეს უკანასკნელი უნდა იყოს კომფორტული როგორც თამაშის, ასევე წიგნების კითხვის დროს. ყვითელ, თბილ განათებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. რბილი, დიფუზიური, ცენტრალური განათება კი ბავშვის მგრძნობიარე თვალებს არ გადატვირთავს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჭერზე განთავსებული სანათურები შეგიძლიათ ორ ნაწილად გაყოთ: ცივად და თბილად. ამისთვის ორი ღილაკი გამოიყენეთ. ერთ-ერთი მათგანი იმ სანათურებს გააქტიურებს, რომლებიდანაც თბილი სინათლე გამოდის, მეორე კი - მათ, რომლებიდანაც ცივი სინათლე გამოდის.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჭაღისა თუ სანათურების დამონტაჟების დროს, აუცილებლად გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზომები. მიაქციეთ ყურადღება ფორმას, მატერიებს, ხარისხის სერტიფიკატს. მყიფე და თხელი მინა შეიძლება მარტივად გატყდეს და თქვენი პატარა დააზიანოს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შემდეგი მასალებია: მეტალი, ხე, ბამბუკი, ორგანული მინა, როტანგი და სხვა ეკოლოგიური მატერიები. ტექსტილის სანათურები ქმნის სითბოს და კომფორტს. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, მათი მოვლა საკმაოდ რთულია. ქსოვილში მუდმივად გროვდება მტვერი, რისი გაწმენდაც დიდ ენერგიას მოითხოვს. არ გირჩევთ პლასტმასის სანათურების შეძენას. ისინი მწვავე ტოქსკურ ნივთიერებებს გამოყოფენ, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ასევე პლასტმასი მარტივად დნება მაღალ ტემპერატურაზე.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

საბავშვო ოთახში სანათურების არჩევისას, აუცილებელია მისი დიზაინიც გავითვალისწინოთ. მოერიდეთ რთულ კონსტრუქციებს. საბავშვო ინტერიერი რაც უფრო მარტივია, მით უფრო უკეთესია. ასევე თავი შეიკავეთ უცნაური ფერებისა და მუქი დიზაინისგან. უმჯობესია, თუ სანათურების დიზაინს თქვენს ბავშვთან ერთად შეარჩევთ.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შეიცვალა სამუშაო ოფისის ინტერიერის დიზაინი წინა საუკუნიდან დღემდე?

კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგია წინა წლებთან შედარებით, თავისთავად, ვითარდება. ეს წინსვლა გარკვეულწილად სამუშაო ოფისებსაც ეხებათ.

1726
ნახე მეტი
ინტერიერი

ბუნების სინთეზი საცხოვრებელ გარემოში - ფიტოდიზაინი და მისი დადებითი მხარეები

მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში - ვრცლად ფიტოდიზაინისა და მისი გამოყენების შესახებ...

1360
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575