ინტერიერი

როგორ შევმატოთ ინტერიერს ძველი ჰოლივუდის გლამური

სენტიმენტალური ნივთები, ანტიკვარები და ინტერიერის გაფორმებისას დიზაინერის გონივრული გადაწყვეტილებები ლოს-ანჟელესში მდებარე გასაქირავებელ აპარტამენტში ძველი ჰოლივუდის ატმოსფეროს ქმნიან...

1799

სენტიმენტალური ნივთები, ანტიკვარები და ინტერიერის გაფორმებისას დიზაინერის გონივრული გადაწყვეტილებები ლოს-ანჟელესში მდებარე გასაქირავებელ აპარტამენტში ძველი ჰოლივუდის ატმოსფეროს ქმნიან.

ინტერიერის დიზაინერის - ქეთი ჰოჯისის (Katie Hodges) აზრით, ბინის პატრონმა მდგმურს ყოველთვის სრული თავისუფლება უნდა მისცეს, საცხოვრებელი თავისი გემოვნებით რომ მოაწყოს. კალიფორნიაში - ჰოლივუდში გადასვლისას, სადაც კარგა ხანს დარჩენა უწევდა, ნაქირავებ ბინაში მაქსიმალურად „სახლის“ ეფექტის მიღება გადაწყვიტა. მთავარი ამოცანა 21 კვადრატული მეტრის სასტუმრო ოთახის ლაუნჯის სტილში მოწყობა იყო, სადაც გართობასა და ტელევიზორის ყურებასთან ერთად მუშაობასაც შეძლებდა. კომფორტული გამოვიდა მისაღების სამზარეულოსთან დამაკავშირებელი სასადილო ტერიტორიაც, რომელიც დამატებით 9 კვადრატულ მეტრს იკავებს.

აპარტამენტის შენობა 1950-იანი წლების საკურორტო სტილშია დაპროექტებული. ქეთი ჰოჯისის ყურადღება თავიდანვე მიიპყრეს ძველი ჰოლივუდური სტილის არქიტექტურულმა დეტალებმა. ამ ფოტოზე კარგად ჩანს ოთახის შესასვლელის ორნამენტული გაფორმება და იქვე, კედელზე მიმაგრებული შანდლები.

ჰოჯისს აპარტამენტში გადასვლისას თან მხოლოდ დიდი ზომის მაროკოული სარკე და ცისფერი სავარძელი ქონდა - ორივე ბებიის დანატოვარია და დიზაინერისთვის განსაკუთრებულად სენტიმენტალურ მუხტს ატარებენ. სავარძელს ნაზი, დრაპირებული ფორმები აქვს. მასთან შეფარდებით, სწორხაზოვანი, სადა ფორმებით, ინტერიერში კონტრასტული ეკლექტიკა შემოაქვს თანამედროვე ჭაღს. „ოთახში არსებული ავეჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ყავის მაგიდაა“, - ამბობს ქეთი.

ჭაღი: West Elm; ვინტაჟური ნოხი: Old New House

რაც შეეხება ნახატს, ისიც ვინტაჟურია. დიზაინერს ინტერიერისთვის ინდიგო, ზეთისხილისფერი მწვანის, ტყავის და მიხაკისფერის კომბინაციაში შესრულებული ფერწერული ნამუშევარი უნდოდა, რომელსაც ქუჩაში, მეორადი ნივთების ბაზრობაზე მიაგნო და დაუფიქრებლად შეიძინა. ჰოჯისი ყოველთვის გატაცებული იყო ვინტაჟური ნივთების ბაზრობებით, სადაც განსაკუთრებულად ფერწერას, ყავის მაგიდებს, ტექსტილს და ხის ნაწარმს - თაროებს და მცირე ზომის კარადებს ეძებდა ხოლმე. „ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ყველაზე მეტ შთაგონებას ასეთი ნივთებისგან ვიღებ“, - განაცხადა მან.

ასეთ ბაზრობაზე ჰოჯისი ხშირად ლოს-ანჟელესთან მდებარე ქალაქ პასადენაში დადის და ძველ ნივთებს, ასევე, გაზეთებში გამოქვეყნებულ განცხადებებშიც ეძებს.

დივანი: Lawson-Fenning; ბალიშები - ვინტაჟი, მსგავსის შეძენა დიზაინერის მაღაზია Etsy-შია შესაძლებელი.

როდესაც საქმე სანათების შერჩევაზე მიდგა, დიზაინერს ძველებურის და მოდერნის მიქსის შექმნა უნდოდა, ამიტომაც, ხელუხლებელი დატოვა კედელზე დამაგრებული შანდლები. აპარტამენტში არსებული ყველა სახის არმატურა მუქი ვერცხლისფერი, თითქმის შავი ფერის იყო და ჭაღიც იმავე შეფერილობის შეარჩია. სასადილო ნაწილის გასანათებლად არჩევანი Noguchi-ს თეთრ ლამპარზე შეაჩერა, რომელიც მრგვალი მაგიდის თავზე განთავსდა.

ძველი ნივთების ბაზრობებზე ჰოჯისი თავისი კლიენტებისთვის ხშირად არჩევს ხოლმე ტელევიზორის დასადგმელებსაც, რადგანაც, როგორც აღნიშნავს, ძველებური ვარიაციები უფრო მცირე ზომის, მსუბუქი კონსტრუქციისაა და ოთახში ნაკლებ ადგილს იკავებენ. ამ შემთხვევისთვის მუქი ლურჯი ფერის Sunbeam Vintage-ის ფირმის ვარიანტი შეიძინა, რომელიც ღიად - მომწვანო-მონაცრისფრო, ნეიტრალური საღებავით გადაღება. დასადგმელს საკმაოდ ტევადი სათავსო აღმოაჩნდა და გადაწყვიტა ის ტექსტილების შესანახად გამოეყენებინა. მის თავზე ფაიფურის ნივთებიც განალაგა, რომლებიც მოგზაურობის დროს აქვს შეძენილი: კატისებრთა ოჯახის ცხოველის ფიგურა პანამადანაა, მარცხენა მხარეს, მცირე ზომის სუვენირი დიზაინერის პაპამ იყიდა, როდესაც აფრიკაში ცხოვრობდა, ბუდას ქანდაკება კი ტაილანდიდან ჩამოიტანა.

ოთახის სამუშაო ნაწილში, კედელზე, თეთრი თაროებია დამაგრებული. იქ დიზაინერის წიგნები და საყვარელი სუვენირები აწყვია. „თეთრი ფერის ხარჯზე ეფექტურად ჩანს წიგნები. ასევე, ძვირფასი და უბრალო სუვენირების შერწყმა მიყვარს,“ - ამბობს ჰოჯისი.

თაროების ნაკრები: CB2; ზოლიანი ყუთები: West Elm

ჰოჯისმა სამზარეულოს და მისაღების დამაკავშირებელ ტერიტორიაზე სასადილო კუთხე მოაწყო. თანხის დაზოგვის მიზნით, პლასტმასის სასადილო მაგიდა შეიძინა. Bertoia-ს (დიზაინერ ჰარი ბერტოიას მიერ შექმნილი ავეჯი) სკამებს ტყავის გადასაკრავები შეუხამა, რომლებიც რბილია და დასაჯდომი უფრო კომფორტული გახადა. „როდესაც ბევრი სტუმარი მყავს, ისინი სავარძლებივით კომფორტულია და მათ ფუნქციასაც ითავსებენ“, - ამბობს ქეთი. ნოხის ნაცვლად იატაკზე ცხვრის ტყავია დაფენილი, ხის ჩარჩოებიან ფანჯრებს კი იდეალურად მიესადაგება ასანთის ღერების ფაქტურის ფარდა-ჟალუზი.

ჭერის ლამპარი, მოდელი 55F: Isamu Noguchi; ფარდა-ჟალუზი: Orchard Supply Hardware

სასადილო კუთხეში, კედელთან, ტახტი დგას, რომელიც ჰოჯისისთვის საწოლის ფუნქციასაც ასრულებს: საკმაოდ კომფორტულია წამოსაწოლად. ქეთი იქ ხშირად თავის ძაღლებთან ერთად ისვენებს ხოლმე - კითხულობს ან ფანჯარაში იხედება.

ტახტზე მიყრილი ბალიშების პირად დიზაინერმა ინდური ტექსტილი - კანტა (kantha) გამოიყენა. მისგან ინდოეთში ჩვილი ბავშვების თეთრეულს კერავენ და საკმაოდ გამძლეა. ბოტანიკური პრინტით გაფორმებული ბალიშები Peter Dunham-ისაა და Hollywood at Home-ის ქსოვილები აქვს შემოკრული, იასანმისფერი კი ვინტაჟია. ფოტოგრაფ მიშელ სტილს (Michelle Steele) ეკუთნის კედელზე ჩამოკიდებული დიდი ზომის ფოტო.

„უპირატესობას ყოველთვის ძვირადღირებული და უბრალო აქსესუარების და დეკორის შერწყმას ვანიჭებ. ნურასოდეს დაზოგავთ თანხას დროებითი საცხოვრებლისთვის, გახსოვდეთ, რომ სახლის ატმოსფერო სასიამოვნო უნდა იყოს“, - გვირჩევს დიზაინერი.

სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში

აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.

1822
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე მისაღები ოთახი? ახალი ტრენდები ინტერიერის დიზაინში...

სახლის ცხოვრება და ესთეტიკა დიდ წილადაა დამოკიდებული, ჩვენს შეხედულებებსა და ცხოვრების სტილზე. ინტერიერის დიზაინერები ჩამოყალიბდნენ რამდენიმე რჩევაზე...

1843
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575