ინტერიერი

როგორ უნდა შევქმნათ რეტროს სტილი სამზარეულოს ინტერიერის დიზაინში?

სამზარეულო სახლის გულია. აქ ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, მის ინტერიერზე ზრუნვა სწრაფად უნდა დაიწყოთ.

2063

სამზარეულო სახლის გულია. აქ ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, მის ინტერიერზე ზრუნვა სწრაფად უნდა დავიწყოთ. თუ 15-20 წლის წინ შექმნილი დიზაინი მოგწონთ, რეტრო სტილი სპეციალურად თქვენთვის ყოფილა განკუთვნილი. ინტერიერის ეს სტილი სახლის ნებისმიერ ოთახს ესაბამება, სამზარეულოც გამონაკლისი არაა, მითუმეტეს, რომ რეტროს სტილის იდეები მრავალმხრივია. ვინტაჟური და რეტრო სტილი ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ, რამე მკვეთრი განსხვავება მათ შორის არაა. ორივე მათგანი მყუდრო, კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს ქმნის. ფაქტია, ისინი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სახლში ცვლილებები სურს.

წყარო: www.houzz.com
წყარო: www.houzz.com

რეტრო სტილის დეტალების დამატება არ ნიშნავს იმას, რომ სივრცე ძველმოდური ან დაძველებული იქნება. პირიქით... ასევე ეს სტილი არც ფუფუნებას ითხოვს და არც უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას. აი, რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: რადგანაც შპალერი ოთახში დიდ სივრცეს იკავებს, რეტრო ატმოსფეროს შესაქმნელად, გეომეტრიული პატერნი უნდა შეარჩიოთ. ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კედელი დაფაროთ მსგავსი შპალერით და თქვენი სამზარეულო უფრო ექსტრავაგანტული გახდება. ჭურჭლის შესალაგებელი კარადა ამ ოთახის განუყოფელი ნაწილია. ასევე შეგიძლიათ მთელი კარადა ღია ფრად შეღებოთ, ხოლო უჯრები თეთრად დატოვოთ. ამით საინტერესო კონტრასტს შექმნით. რეტრო სტილის გათვალისწინებით, ისინი შეგიძლიათ შემდეგი ფერებით შეღებოთ: მუქი მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, ყვითელი. ამ სტილისთვის კი ყველაზე დამახასიათებელი ფერი ცისფერია. მისი სხვადასხვა ჩრდილი განსაკუთრებით უხდება სკამებსა და მაგიდებს. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, თეთრი და ყვითელი ფერის კომბინაციით, მას ვინტაჟურ იერსაც შესძენთ და ვიზუალურად გააფართოვებთ კიდეც. ვინტაჟური სამზარეულოსთვის ფილები კარგი გადაწყვეტილებაა. თეთრი ქვის ფორმის ფილები რეტრო სტილთან ასოცირდება, პლუს, ეს უკანასკნელი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და სინათლეს დაამატებს. ასევე პატარა სარკეების ფუნქცია ექნება.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.hgtv.com
წყარო: www.hgtv.com

რაც შეეხება აქსესუარებს, გამოიყენეთ მეტალის ნივთები. ფარდებს ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვინტაჟური პრინტის ყიდვა ნებისმიერი ქსოვილის მაღაზიაში შეგიძლიათ, შემდეგ კი ფარდებს თქვენივე ხელით შექმნით. ფანჯრები მინიმალისტური უნდა იყოს. ჩარჩო შედარებით თანამედროვე შეარჩიეთ. ხოლო თუ მათი ფერი კარადის ფერს დაემთხვევა, სამზარეულოს ოთახი ბევრად ელეგანტურ იერს მიიღებს. აქსესუარებისთვის გამოიყენეთ სიგარეტების ძველი კონტეინერები, კოსმეტიკა, ისეთი ნივთები, რომლებსაც ფუნქციური დატვირთვა აღარ აქვთ.

წყარო: www.houzz.com
წყარო: www.houzz.com
წყარო: www.houzz.com
წყარო: www.houzz.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2018 წლისთვის?

აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?

3005
ნახე მეტი
ინტერიერი

კედლის ტრენდული აქსესუარი - შპალერის გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

შპალერი, ინტერიერის დიზაინში ბევრად მეტია, ვიდრე პანელურ კორპუსებში პირდაპირ ბეტონზე აკრული, კედლის ზედაპირის დასამალად გაკრული ქაღალდი.

2345
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575