საცხოვრებელი გარემო

როგორია კლიმატური ცვლილებების გავლენა ეკოლოგიაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში

ცოცხალი არსებები ფიზიკური გარემოში არსებობენ, ამ უკანასკნელის უმნიშვნელო ცვლილებაც კი, მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

986

ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას. ჩვენი საცხოვრებელი გარემო გამოგვარჩევს და გვაერთიანებს. თუმცა, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, ყველასთვის საერთო, საცხოვრებელი გარემო იცვლება. გლობალური დათბობა პლანეტის პრობლემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას: შეცვლის პეიზაჟებს, ბუნებას, ამინდს, ადამიანს და თუ გვინდა ეს გავლენა დავიმორჩილოთ, ჩვენც უნდა შევიცვალოთ დედამიწასთან ერთად და გავერთიანდეთ - პასუხისმგებლობა გავინაწილოთ. 

ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას. ჩვენი საცხოვრებელი გარემო გამოგვარჩევს და გვაერთიანებს. თუმცა, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, ყველასთვის საერთო, საცხოვრებელი გარემო იცვლება. გლობალური დათბობა პლანეტის პრობლემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას: შეცვლის პეიზაჟებს, ბუნებას, ამინდს, ადამიანს და თუ გვინდა ეს გავლენა დავიმორჩილოთ, ჩვენც უნდა შევიცვალოთ დედამიწასთან ერთად და გავერთიანდეთ - პასუხისმგებლობა გავინაწილოთ. 

წყარო: Wikipedia, Taiwan
წყარო: Wikipedia, Taiwan

კლიმატურ ცვლილებას, რომელიც დედამიწას აქამდეც გამოუცდია, ამჯერად სათბურის ეფექტი იწვევს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ მთავარი მიზეზი ცვლილებებისა არის სწორედ ადამიანთა თანამედროვე საქმიანობით გამოწვეული შედეგები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უცებ არ დაწყებულა და ჯერ არც დამთავრდება. ანთროპოგენული საქმიანობა ისტორიული წარსულის განმავლობაში ახდენდა გავლენას დედამიწის კლიმატზე, თუმცა პროცესები ჩვენგან შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. 1880 წლიდან საშუალო ტემპერატურა 0,8 გრადუსით გაიზარდა, რაც მთლიანი პლანეტის ზედაპირის მაჩვენებელია და საგანგაშოა. გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებში შედის ისეთი ანთროპოგენული საქმიანობები, როგორიცაა მიწის დამუშავება, ტროპიკული ტყეების განადგურება, ნამარხი ორგანული საწვავის წვა და საქონლის რაოდენობის ზრდა. ნამდვილად რთულია ამ საქმიანობების შეზღუდვა იმ ფონზე, როცა დედამიწის მოსახლეობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, მეცნიერების აზრით ბალანსი შესაძლებელია და აუცილებელიც, რადგან კლიმატურმა ცვლილებებმა პლანეტა უკვე საკმაოდ დააზიანეს.

წყარო: Ashley Cooper
წყარო: Ashley Cooper

ცოცხალი არსებები ფიზიკური გარემოში არსებობენ, ამ უკანასკნელის უმნიშვნელო ცვლილებაც კი, მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ტემპერატურულმა ცვლილებამაც შესაბამისად გამოიწვია გლობალური და რეგიონალური პრობლემები. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ყინულოვანი საფარის ფართობის მნიშვნელოვანი შემცირებაა: ეს ოკეანეების დონის ზრდას იწვევს, რისი ლოგიკური გაგრძელებაც ხმელეთის დატბორვა და ისეთი დასახლებების განადგურებაა, რომლებიც წყალთან ახლოს არიან. ყინულის საფარის განადგურებითაა გამოწვეული იქ მცხოვრები ცხოველების სიკვდილი და შეცვლა: ყველასთვის ცნობილია პოლარული დათვების მაგალითი, რომლებსაც საცხოვრებელი ფართობი აღარ ყოფნით და თბილი კლიმატის გამო უფრო ჩრდილოეთით მიიწევენ ვიდრე ოდესმე. ზოგადად, გლობალური დათბობის ეპოქაში ფაუნა, ისევე როგორც ფლორა, ცდილობს მისთვის სასურველი ტემპერატურული გარემო არ დათმოს, ამიტომაც საცხოვრებლად სხვა ადგილს ეძებს. რაც მათი გავრცელების არეალებს მთლიანად ცვლის. კლიმატური ცვლილებების ბრალია სტიქიური უბედურებების მოხშირება და განსაკუთრებელი სიძლიერე.

წყარო: wikipedia, cloud
წყარო: wikipedia, cloud

საინტერესოა, როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ მდგომარეობა ან როგორ უნდა ვიცხოვროთ შეცვლილ გარემოში. ცხოვრების სტილის შეცვლა ჩვენც მოგვიწევს ისე, როგორც ეს პლანეტის ყველა ბინადარმა გააკეთა. გარემოს გამწვანება, ჯანსაღი გარემოს შექმნა და ეკო-მეგობრული ტექნიკის გამოყენება ის მცირე წვლილია, რაც საწყის ეტაპზე პლანეტის გადარჩენაში მონაწილეობისთვის შეგივძლია გავაკეთოთ.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ქუჩები ავტომანქანების გარეშე - მსოფლიო 22 სექტემბრისთვის ემზადება!

22 სექტემბერს მსოფლიო მანქანებისგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დროს მძღოლები თავიანთ ავტომობილებს სახლში ტოვებენ ხოლმე.

1069
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ეკოლოგიური საფრთხე და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სავალალო შედეგები

თანამედროვე ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება!

1410
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575