როგორია მოხუცებისთვის განკუთვნილი მზრუნველობის სახლების არქიტექტურა და დიზაინი?
საპენსიო ასაკის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სახლების არქიტექტურა დიდ მნიშვნელობას იძენს.
მოხუცები მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სეგმენტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ძირითადად გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ისინი მეტად მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა დაავადების მიმართ, აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, ასევე აქვთ შეზღუდული ან არარსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და ასე შემდეგ. უკანასკნელ ათწლეულში, გახანგრძლივებული სიცოცხლის ინდუსტრიალიზაციის შედეგად, ავადმყოფებისა და საპენსიო ასაკის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სახლების არქიტექტურა დიდ მნიშვნელობას იძენს. მოხუცი ადამიანები ამ უკანასკნელს უფრო ამჯობინებენ, ვიდრე საავადმყოფოებს. 75 წლის ასაკში ჩვენი თვალები ნაკლებად რეაგირებს საავამდყოფოს მბზინავ განათებაზე, ჩვენთვის ამ შენობაში ნავიგაცია დაუძლეველი ხდება. კანი, რომელიც გვითხელდება, ვეღარ იტანს საავამდყოფოს მყარ მატრასებს. მონიტორებისა და სხვა გაჯეტების ხმაური კი უფრო და უფრო აუტანელი ხდება. ამიტომ, არაჩვეულებრივ ალტერნატივად სპეციალურად მოხუცებისთვის განკუთვნილი მზრუნველობის სახლები გვევლინება. დღეს ზუსტად ასეთ გამორჩეულ სახლებს გაგაცნობთ:

ერთ-ერთი ასეთი სახლი ავსტრიაშია, კერძოდ ჰენბურგში. ეს შენობა საუკუნეებს ითვლის. ის 1825 წელს აშენდა და თავდაპირველად ციხის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ ყაზარმად გადაკეთდა. 2000 წლიდან კი აქ კერძო მოხუცთა სახლი მდებარეობს, რომელიც ბოლო წლებში სახელმწიფომ შეისყიდა და გააფართოვა - დაუმატა 50 დამატებითი აღჭურვილობის მქონე ოთახი. დღესდღეობით შენობა ორსართულიანია, კომპაქტური ბარი კი ისტორიული ნაგებობის პერპენდიკულარულია. ინდივიდუალური დიფერენცირებისთვის, შენობა ორმაგად სტრატეგიულია, როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის მხრივ. გარე დასაკეცი ბარი იძლევა იმის საშუალებას, რომ თითოეული ოთახი აღქმულ იქნას. ოთახებში ორი ფანჯარაა, ერთ-ერთი მათგანი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით სარგებლობენ ან საწოლში ისვენებენ. დერეფანში 2 საჯარო ადგილიცაა, რომელიც მოხუცი ადამიანების სოციალიზაციას უწყობს ხელს. შენობის ძირითადი ფერები ვარდისფერი და მწვანეა.
შემდეგი მოხუცთა სახლი კი საფრანგეთში მდებარეობს. ეს არის მულტიგამოყენების სამშენებლო კომპლექსი, რომელიც მოიცავს კერძო სახლებს, მოხუცთა სახლს, სოციალურ სახლებს, რელიგიურ ცენტრს, ბიზნეს-ოფისებს. ეს პროგრამები წარმატებული კოჰაბიტაციის საშუალებით ქალაქის ხარისხის ზრდას უწყობს ხელს. მოხუცთა სახლი ცენტრშია განთავსებული, რაც სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება. ბრჭყვიალა ფასადი მთლიან სივრცეში ინტიმურობის შეგრძნებას ბადებს. სახლის ოთახები ქალაქის ან აივნის პირისპირაა. აქვე რესტორანიცაა, რომელიც მოხუცებისთვის თავშეყრის ადგილია.
ეს მოხუცთა სახლი კი ნორმადიის შუაგულშია აშენებული. შენობიდან მთიანი ფერდობი და ხეობა ჩანს. ვიზუალური ზემოქმედების შესამცირებლად, შენობის დიზაინერებმა სასურველი ეფექტის მისაღწევად მწვანე ფერი გამოიყენეს. ამის შედეგად, ორივე შენობა უფრო დიდ ლანდშაფტს აერთიანებს და სოფლის ბუნებას მოიცავს. ასევე აქ გვხვდება წითელი ფერი, რომელიც შენობას დინამიურობას სძენს. დიზაინერები ფიქრობენ, რომ ამით თავიდან აიცილეს მსგავსება საავამდყოფოსთან. შენობა დაპროექტებულია ისე, რომ მოხუცებს სეირნობა მარტივად შეეძლოთ.
ჩვენ გირჩევთ
5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.
მწვანე არქიტექტურა - პასუხი თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებზე
მწვანე არქიტექტურა, ან დიზაინი არის კონცეპტუალური მიდგომა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7