არქიტექტურა

Salone del Mobile 2018 - უახლესი ტრენდები ავეჯის დიზაინში

მილანის ავეჯის სალონი ევროპის ავეჯის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გახლდათ.

1206

მილანის ავეჯის სალონი, რომელიც წელს, 17-დან 22 აპრილის ჩათვლით იყო გახსნილი, ევროპის ავეჯის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გახლდათ. Salone del Mobile- რომელსაც ორი დიდი პავილიონი ეკავა, ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებზე იყო გამახვილებული და წელსაც ისევე, როგორც ყოველ წელს შეცვლილი თემატიკით წარსდგა. 2018 წელს მთავარი თემა სამზარეულო ოთახი სველი წერტილებით და სააბაზანო ოთახი გახლდათ, ხოლო 2019 წლის ძირითადი თემა სინათლე და ოფისი იქნება.

მილანის ავეჯის სალონი, რომელიც წელს, 17-დან 22 აპრილის ჩათვლით იყო გახსნილი, ევროპის ავეჯის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გახლდათ. Salone del Mobile- რომელსაც ორი დიდი პავილიონი ეკავა, ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებზე იყო გამახვილებული და წელსაც ისევე, როგორც ყოველ წელს შეცვლილი თემატიკით წარსდგა. 2018 წელს მთავარი თემა სამზარეულო ოთახი სველი წერტილებით და სააბაზანო ოთახი გახლდათ, ხოლო 2019 წლის ძირითადი თემა სინათლე და ოფისი იქნება.

წმინდა იტალიური გამოფენა ნელ-ნელა იქცა საერთაშორისო შეკრების ადგილად, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ მოწინავე დიზაინერების ნამუშევრები და მომავლის ტრენდები. როგორც სალონის პრეზიდენტი კლაუდიო ლუტი აცხადებს, კონკურენცია სულ უფრო ულმობელი ხდება, დრო სულ უფრო შეზღუდული, ხოლო ბაზარი მკაცრი და მომთხოვნი. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრში მხოლოდ მაშინ მოიგებ, თუ გამუდმებით ინოვაციური იქნები და შეინარჩუნებ მაღალ ხარისხს. ამ მიდგომის წყალობით, სწორედ კლაუდიო ლუტის პრეზიდენტობის პერიოდში ფიქსირდება ვიზიტორთა რაოდენობისა და ხარისხის რეკორდული ზრდა. Salone del Mobie დროს ნამდვილი მოდის კვირეული იწყება, სადაც წარმოდგენილია ათასობით ბრენდი და პროექტი. ჩვეულებრივი მოდის კვირეულისგან განსხვავებით ეს გამოფენები ნებისმიერი მნახველისთვისაა ღია. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიც არიან ლუკა ნიკეტო, მარსელ ვანდერსი, პატრისია ურკიოლა, ოკი სატო და სხვ. გამოფენაზე გამოიკვეთა ძირითადი აქცენტები და მიმართულებები, რომლებსაც დიზაინერები, ავეჯის ექსპერტები, დილერები და ექსპოზიციის არქიტექტორები გვთავაზობენ.

1. პასეიზმი 2018 წელს რეტრო პროექტები ძირითად ადგილს იკავებენ ავეჯის დიზაინში. დიზაინერები სიამოვნებით ამზადებენ ახალ მოდელებს ძველის მოტივებით. იტალიაში ჯერ კიდევ აქტუალურია ჯო პონტი, აკილე კასტილიონის და სხვ. შემოქმედების ნამუშევრები. თანამედროვე დიზაინერები იჭერენ იდეებს რომლებიც კლასიკური 20-იანის და მეამბოხე 70-იანი წლების დიზაინერებს ახასიათებდათ და რეტრო სტილის, მსუბუქ, შთამაგონებელ და განახლებულ ავეჯს ქმნიან.

2. სკანდინავიური მომხიბვლელობა და დანიური დიზაინი კიდევ ერთი ახალი ტრენდია. 2018 წელს სკანდინავიური დიზაინის მიმართ ინტერესი იზრდება. წელს დიზაინერის ალვარ აალტოს საიუბილეო თარიღიცაა. სკანდინავიურ დიზაინს მარტივი, მოსახერხებელი ელეგანტური ნივთები, ღია და რბილი ფერები ახასიათებს. სკანდინავიელები გვასწავლიან პირადი მოგონებების დაფასებას, ამიტომაც ყოველთვის მოსწონთ ვინტაჟური ნივთები და ტექსტილიები, რომლებიც მინიმუმ ოცი წლის წინანდელია. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ დიზაინერები ახალი პროექტის, Warm Nordic-ის წარდგენისა. რომლის მთავარი მიზანია მისცეს „მეორე შანსი“ ისეთ ძველ პროექტებს, რომლებიც სკანდინავიაში იყო პოპულარული, თუმცა სხვა ქვეყნებში ნაკლებად ჰპოვა ცნობადობა. პროექტში წარმოდგენილია 50-60 იანი წლების შთაგონებით შექმნილი ახალი ავეჯი.

3. მინილივინგი - არის დიზაინი მცირე სივრცეებისთვის, რომელიც ამ წლის უპირობო ლიდერია. ავეჯის შემქმნელები და მწარმოებლები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მიკრომასშტაბურ მიღწევებზე: ეს შეიძლება იყოს თხელ-თხელი მაგიდები, კომპაქტური დივნები, მინი ნათურები, დასაკეცი სკამები. მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამცირებენ ბინების საშუალო ზომას: დიზაინერები კი ყველანაირად ცდილობენ მოერგონ თანამედროვე ტენდენციებს და მათი ნამუშევრებიც მაქსიმალურად მინიმალისტური და პრაქტიკულია. ურბანიზაციისა და სივრცის ნაკლებობის ეპოქაში ხალხი ცდილობს მოიშოროს ზედმეტი, არასასურველი ნივთი, რაც მულტიფუნქციურ და ადაპტირებულ საქონელზე მოთხოვნას ზრდის.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, რომლებსაც 2018 წლისთვის უნდა ველოდოთ

2018 წელი არქიტექტურაში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტს თურქეთში, ევროპის უმაღლესს შენობებს და ორიგინალური დიზაინის პირველ შოტლანდიურ მუზეუმს.

1289
ნახე მეტი
არქიტექტურა

სააგარაკო სახლების თანამედროვე პროექტები

არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება.

2322
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575