სათამაშო მოედანი ყველასია - ინკლუზიური პარკების გავლენა საზოგადოებაზე!
საჯარო სათამაშო სივრცეების სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მეტად პრობლემურია, ვიდრე დამხმარე.
ბავშვებისთვის თამაში მხოლოდ გართობასთან არ ასოცირდება. ეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში, სწავლებაში, მოტორული უნარების ამაღლებასა და პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვაში ეხმარება. საჯარო სათამაშო სივრცეები ბავშვებს ამ შესაძლებლობებს გარკვეულწილად სთავაზობს, მაგრამ, აქვე, მათი დისკრიმინაციული ბუნებაც გასათვალისწინებელია: სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მეტად პრობლემურია, ვიდრე დამხმარე. საბედნიეროდ, არსებობს ინკლუზიური სათამაშო მოედნები - ანუ სათამაშო სივრცეები, სადაც თამაში ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სოციალური იზოლაციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან. კვლევების მიხედვით, შშმ ბავშვები უფრო იშვითად თამაშობენ, ვიდრე მათი თანატოლები. ისინი განიცდიან ფიზიკური აქტივობებისა და სოციალური ღონისძიებების ნაკლებობას. ძირითად დროს კი უფრო იზოლირებულ აქტივობებს უთმობენ, როგორებიცაა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერული თამაშები. ამიტომ, ამ მხრივ, ინკლუზიური სათამაშო მოედნების მოწყობა მნიშვნელოვანია. ამ უკანასკნელთ ერთი თავისებურება აქვთ: ისინი სეგრეგაციული არ უნდა იყოს! ინკლუზიურ სათამაშო მოედნებს ბენეფიტები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის უნდა მოჰქონდეს. ის ნებისმიერს უნდა ასწავლიდეს, რომ ყველა ადამიანი ღირებულია. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ერთად ითამაშონ. მსგავსი ინტერაქციები მოზარდებს პატარა ასაკიდანვე ტოლერანტულ და შემწყნარებლურ უნარებს უნერგავს.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ინკლუზიური სათამაშო მოედანი ისრაელში მდებარეობს. „მეგობრობის პარკი“ შექმნილია იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. დიზაინი სენსორული თერაპევტის ექსპერტს მაიკლ შაპიროს ეკუთვნის. 9 ჰექტარის ფართობის სივრცე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ებრაული ნაციონალური ფონდის მიერ დაფინანსდა. 2005 წელს გახსნილი „მეგობრობის პარკი“ ისრაელის ისტორიაში პირველი ინკლუზიური სათამაშო მოედანია. 2011 წელს ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტი ლენინ მორენო ისე მოიხიბლა ამ პარკის არსებობით, რომ ეკვადორში 200 ინკლუზიური სათამაშო მოედნის აშენება გადაწყვიტა. ვირჯინიას სანაპიროზე საკმაოდ საინტერესო სათამაშო მოედანს შეხვდებით სახელად: „Playground for Every“BODY”“. ავტორი ჯოშ ტომპსონია, რომელსაც ლუ გერიგის დაავადება (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი) სჭირს - მისი კუნთები დასუსტებულია , შესაბამისად, ჯოშს გადაადგილება არ შეუძლია. ბიჭს ბავშვობიდანვე უყვარდა ზღვა, ამიტომ მამამისმა ქალაქის ადმინისტრაციას შესთავაზა ინკლუზიური სანაპირო მოედანი მოეწყოთ. იდეა არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. ერთი მილიონი დოლარით და შემოწირულობებით უნაკლო პარკი შეიქმნა. ის მოიცავს ამაღლებულ მაგიდებს ქვიშისგან სასახლეების გასაკეთებლად, სენსორულ პანელს მხედველობა დაქვეითებული ბავშვებისთვის და სხვა.
„ლივის ადგილი“ - პირველი ყოვლისმომცველი სათამაშო მოედანია ავსტრალიაში. ის გაიხსნა 2009 წელს ჯონ პერკინსის მიერ. მისი ქალიშვილი ოლივია იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. მამამისმა კი ეს პარკი სწორედ მას მიუძღვნა. სათამაშო მოედანი აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელებით, კარუსელებით და სხვა ინვენტარით. ეს ინკლუზიური პარკი 2010 წელს ავსტრალიის ტოპ ადგილებში მოხვდა და პრიზიც აიღო, ყველაზე ინოვაციური პროექტისთვის
ჩვენ გირჩევთ
იოგა, როგორც სხეულისა და გონების ჰარმონიზაციის საშუალება და მისი გავლენა
იოგა, 5000 წლიანი დისციპლინაა, რომლის ვარჯიშებიც აბალანსებს ადამიანის სხეულს, გონებასა და სულს.
სმოგი - ხალხმრავალი ქალაქებისთვის დამახასიათებელი სახიფათო მოვლენა
სამწუხაროდ, სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7