სათამაშო სივრცის დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე
საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს.
საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. როდესაც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს ვარჩევთ ხშირად გვავიწყდება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ბავშვისთვის საჭირო გასართობი სივრცე ქვია. დღეს, როდესაც ქაოტურ ურბანიზაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქალაქში არაკეთილსინდისიერი დაგეგმარებით, ყოველი ნაბიჯში საცხოვრებელი კორპუსია წამოჭიმული, რთულია იპოვო ის საჯარო სივრცე, რომელიც ასე ესაჭიროებათ როგორც პატარებს, ისე უფროსებს.
საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. როდესაც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს ვარჩევთ ხშირად გვავიწყდება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ბავშვისთვის საჭირო გასართობი სივრცე ქვია. დღეს, როდესაც ქაოტურ ურბანიზაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქალაქში არაკეთილსინდისიერი დაგეგმარებით, ყოველი ნაბიჯში საცხოვრებელი კორპუსია წამოჭიმული, რთულია იპოვო ის საჯარო სივრცე, რომელიც ასე ესაჭიროებათ როგორც პატარებს, ისე უფროსებს.
ბავშვებისთვის თამაში მხოლოდ გართობასთან არ ასოცირდება. ეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში, სწავლებაში, მოტორული უნარების ამაღლებასა და პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვაში ეხმარება. თამაში ბავშვების „მუშაობად“ არის დახასიათებული და მისი წყალობით ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან. სწავლობენ სოციალურ ჩვევებსა და უვითარდებათ წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარი, იტვირთებიან ფიზიკურად და იღებენ თავგადასავლების გამოცდილებას. ბავშვებისთვის გარკვეული სივრცეები მეტად ხელსაყრელია. ისინი უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად ხელმისაწვდომი. აქ უნდა შეიძლებოდეს ისეთი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება, როგორებიცაა ბურთით თამაში და ველოსიპედით სიარული. ასევე უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოთხოვნილებებს.
გასათვალისწინებელია საჯარო სათამაშო სივრცეების დისკრიმინაციული ბუნებაც: სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მეტად პრობლემურია, ვიდრე დამხმარე. საბედნიეროდ, არსებობს ინკლუზიური სათამაშო მოედნები - ანუ სათამაშო სივრცეები, სადაც თამაში ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სოციალური იზოლაციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ისინი განიცდიან ფიზიკური აქტივობებისა და სოციალური ღონისძიებების ნაკლებობას. ძირითად დროს კი უფრო იზოლირებულ აქტივობებს უთმობენ. ამიტომ, ამ მხრივ, ინკლუზიური სათამაშო მოედნების მოწყობა მნიშვნელოვანია. ამ უკანასკნელთ ერთი თავისებურება აქვთ: ისინი სეგრეგაციული არ უნდა იყოს! ინკლუზიურ სათამაშო მოედნებს ბენეფიტები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის უნდა მოჰქონდეს. ის ნებისმიერს უნდა ასწავლიდეს, რომ ყველა ადამიანი ღირებულია. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ერთად ითამაშონ. მსგავსი ინტერაქციები მოზარდებს პატარა ასაკიდანვე ტოლერანტულ და შემწყნარებლურ უნარებს უნერგავს.
ჩვენ გირჩევთ
ნიუ-იორკის გამორჩეული სადღესასწაულო ადგილები
ახალი წლის პერიოდში ნიუ-იორკი ჯადოსნურ ადგილად იქცევა, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს თავისი მშვენიერი განათებებით, საშობაო ბაზრობებით, გაფორმებებით, ინსტალაციებით და ღონისძიბებით.
რა დატვირთვა აქვთ ვარდებს ბაღის ექსტერიერის დიზაინში და როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?
ვარდი იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნაზ ყვავილად. მას ხშირად ლანდშაფტური პროექტების გასაფორმებლად იყენებენ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7