ინტერიერი

საზღვაო სტილი ინტერიერის დიზაინში ანუ როგორ შევქმნათ ნათელი და ენერგიული გარემო საცხოვრებელში

საზღვაო სტილის ინტერიერი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მზის, სითბოსა და ზღვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

1164

საზღვაო სტილის ინტერიერი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მზის სითბოსა და ზღვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ეს სტილი თქვენს სახლში ნათელ, ლამაზ და ენერგიულ ატმოსფეროს შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სტილი სანაპიროზე მდებარე პატარა სახლებისთვის არის განკუთვნილი, ეს უკანასკნელი მაინცდამაინც არაა აუცილებელი პირობა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ამ სტილით მოაწყოთ საცხოვრებელი გარემო.

საზღვაო სტილის ინტერიერი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მზის სითბოსა და ზღვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ეს სტილი თქვენს სახლში ნათელ, ლამაზ და ენერგიულ ატმოსფეროს შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სტილი სანაპიროზე მდებარე პატარა სახლებისთვის არის განკუთვნილი, ეს უკანასკნელი მაინცდამაინც არაა აუცილებელი პირობა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ამ სტილით მოაწყოთ საცხოვრებელი გარემო.

წყარო: coastal-style.blogspot.com
წყარო: coastal-style.blogspot.com
წყარო: homestolove.com.au
წყარო: homestolove.com.au

საზღვაო სტილის მთავარი საიდუმლო - უხვი სინათლეა. ბევრი ფანჯარა, მათ შორის სახურავზე დამონტაჟებული, მინის კარებთან ერთად სახლს დღის შუქით აავსებს. თუმცა თუ ამ ვარიანტის განხორციელება არ შეგიძლიათ, შანდლები და სანათურები სცადეთ. ფანჯრები უნდა იყოს ძალიან დიდი, უბრალო და იმდენად მარტივი, რომ ოთახში შემოსულ სინათლეს ხელს არ უშლიდეს. ოთახის გასანათებლად შეგიძლიათ სხვადასხვა ხრიკებიც გამოიყენოთ, მაგალითად, ფანჯრის წინ სარკე დადგათ. გაფრთხილდით, ზედმეტად ბევრი ამრეკლავი ნივთები არ გამოიყენოთ.

წყარო: houzz.com
წყარო: houzz.com

მყიფე და სუფთა ქსოვილები საზღვაო სტილისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია. ბამბის ფარდაგები თუ მიტკლის ფარდები კომფორტულ და მყუდრო გარემოს შექმნის. რაც შეეხება ფერებს, ალბათ შეამჩნევდით, რომ თეთრი საზღვაო სტილის ინტერიერში, ყველაზე დიდ დატვირთვას ატარებს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ზედმეტად ერთფეროვნად გეჩვენებათ, შემდეგი ფერები დაიხმარეთ: კრემისფერი ან ჩალისფერი. ყვითელი ფერის დამატება კი მზიან სანაპიროს მოგაგონებთ. ცისფერი, ცივი აკვარელის საღებავები და ფირუზისფერი, საზღვაო სტილის ინტერიერში, ყველაზე შესაბამისი ჩრდილებია. გირჩევთ, რომ არ გამოკვეთოთ ორ ფერზე მეტი. არ გამოიყენოთ ბრწყინავი ან ამრეკლავი ზედაპირი, უმჯობესია ის გლუვი და დახვეწილი იყოს.

წყარო: /coastal-style.blogspot.com
წყარო: /coastal-style.blogspot.com

ხალიჩების, ავეჯისა თუ აქსესუარების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ისინი ორგანული მატერიებისგან უნდა იყოს დამზადებული, მაგალითად, როგორებიცაა ზღვის ბალახი, ჩალა ან ჯუთი. ინტერიერში ბუნებრივი სითბო და სანაპიროს ფაქტურები შემოიტანეთ. ოთახისთვის ზღვის კონცეპტის მქონე დეკორაციების დამატება შეგიძლიათ. ორგანულ ზედაპირს კონტრასტული ნივთი შეუხამეთ. მაგალითად, მოწნული ყავის მაგიდის გვერდით სიზალის ხალიჩა მეტისმეტია, მაგრამ გლუვი მაგიდა ნაქსოვი, რბილი სავარძლებით - ეს ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ. რადგანაც სანაპირო გახსნილი სივრცეა, ამავე სტილის ინტერიერშიც დიდი სივრცე უნდა იგრძნობოდეს. ავეჯითა და აქსესუარებით გადატვირთული ოთახი, მშვიდ ატმოსფეროს დაარღვევს. თუ საზღვაო ინტერიერის მქონე სახლს დაათვალიერებთ, შეამჩნევთ, რომ ის ცოტათი ცივია, არ აქვს ბევრი კარი და შიგნით დიდი სივრცე გხვდებათ. ხშირად ვერანდა, ფაქტობრივად, ინტეგრირებულია სტუმრების ოთახთანაც კი.

წყარო: hanjuthai.com
წყარო: hanjuthai.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

სარკის როლი, შერჩევა და სწორი გამოყენება ინტერიერის დიზაინში

ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს.

1674
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ავეჯი მისაღები ოთახისთვის- საინტერესო რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

მისაღები ოთახი ის სივრცეა, სადაც სტუმრებს ხშირად ვმასპინძლობთ ხოლმე. ამიტომ ეს ოთახი კომფორტული უნდა იყოს არა მარტო მეპატრონეებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც.

1439
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575