ინტერიერი

შალეს სტილის სახლები - მათთვის დამახასიათებელი მყუდრო და ბუნებრივი ინტერიერის დიზაინი

ბოლო დროს, ზამთრის კურორტისთვის განკუთვნილი, შალეს სტილის სახლები უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ამის მიზეზებად, მთებში დასვენების მსურველთა გაზრდილი რიცხვი შეიძლება ჩავთვალოთ.

2144

ბოლო დროს, ზამთრის კურორტისთვის განკუთვნილი, შალეს სტილის სახლები უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ამის განმაპირობებელ მიზეზებად, მთებში დასვენების მსურველთა გაზრდილი რიცხვი შეიძლება ჩავთვალოთ. მათი მთავარი მიზანია ქალაქის ხმაურს გაეცალონ და ბუნებასთან ახლოს იყვნენ. შალეს სტილი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში იღებს სათავეს. ეს უკანასკნელი შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს. მკაცრი, მთის კლიმატისა და ბუნებრივი საფრთხისგან გამომდინარე, მოსახლეობამ ისეთი სახლების აშენება დაიწყო, რომლებიც ამ ყველაფერს გაუძლებდა. თავად სიტყვა „შალე“ მწყემსის ქოხს ნიშნავს. ჩვეულებრივ ასეთ სახლებს ქვით და აგურით აშენებდნენ ხოლმე. ქვის ფუნდამენტი საიმედოდ იცავდა სახლს ძლიერი ქარის, წვიმის ან თოვლისგან.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

ალპური წარმოშობის გამო, შალეს ინტერიერის დიზაინს სიმარტივე და თბილი ატმოსფერო ახასიათებს. მთავარ შტრიხად კი ნატურალური მატერიები გვევლინება. არ არსებობს სხვა სტილის მიმდინარეობა, რომელშიც ამდენ ხის ნაკეთობასა და ბუნებრივ ქვას შეხვდებით, რამდენიც შალეს სტილის ინტერიერშია. ბევრ მომხმარებელს ალპური სტილი იმდენად შეუყვარდა, რომ მსგავსი ატმოსფეროს ელემენტების გადატანას ქალაქურ კორპუსებშიც ცდილობს ხოლმე. 

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

 ალპური სტილის სახლებში მისაღები ოთახი ამგვარად არის მოწყობილი: ხალიჩის ნაცვლად კედლებზე ცხოველების ფიტულებსა და იატაკზე ბეწვის ტყავებს შეხვდებით, უმთავრეს ატრიბუტად კი ბუხარი ითვლება. თუ სხვა ზამთრის სახლებში ის მეორეხარისხოვანია, აქ მას მთავარი პოზიცია უკავია - ის ყურადღების ცენტრშია. ცხოველების ფიტულები ზუსტადაც ბუხრის ზემოთ არის წარმოდგენილი - ეს ალპური სტილის ჩვეულებრივი ელემენტია. დღესდღეობით, ბუხრის ზევით ან გვერდით ტელევიზორსაც შეხვდებით. ეს სივრცის დაზოგვის პრაქტიკული საშუალებაა.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

შალეს სტილის მისაღებ ოთახში აუცილებლად შეხვდებით უზარმაზარ ფანჯრებს, მაღალ ჭერს, ხის სვეტებს, ხის იატაკს, ლამაზ სანათურებს და მყარი ხისგან დამზადებულ ავეჯს. თუკი ამ უკანასკნელზე ვლაპარაკობთ, შალეს ინტერიერისთვის დამახასიათებელია მასიური ტახტები და ტყავის სავარძლები. ეს ბამბის ან ხავერდის უარყოფას არ ნიშნავს. მთავარია ტექსტილის სინთეზური კომპონენტი თვალში არ მოხვდეს მნახველს და წინა პლანზე არ გადმოვიდეს. შალეს სტილის მისაღებ ოთახში დიდი მნიშვნელობა განათების სისტემას უკავია. ერთი მხრივ, ის აქ ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის, მეორე მხრივ, კი აქ მცხოვრებს იმის შესაძლებლობას აძლევს რომ ბუხართან წიგნი წაიკითხოს. მისაღები ოთახი ყოველთვის გადაჰყურებს ადგილობრივ პეიზაჟებს.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

შალეს სტილის საძინებლის მთავარი ელემენტი კვლავ ბუხარია. ძველ დროში საცხოვრებლად ეს აუცილებელი ატრიბუტი იყო, დღეს კი ის პრაქტიკულთან ერთად, დეკორატიულ, ესთეტიკურ ფუნქციასაც ატარებს. საშუალო ზომის სახლებში ხშირად ორსართულიანი საწოლები დგას. საძინებლის მოწყობისას დიდი ყურადღება ქსოვილს ექცევა. ფარდები, როგორც წესი, ბუნებრივ ქსოვილზე მზადდება. საწოლის გადასაფარებლად კი ბამბის ან ბეწვის მასალას იყენებენ ხოლმე. შალეს სტილი საძინებელი თავისი მასიურობით გამოირჩევა, ამიტომ აქ საწოლისა და გარდერობის გარდა, დიდი დასასვენებელი ადგილიცაა მოწყობილი: ბუდუარით, რამდენიმე სავარძლითა და ჟურნალის მაგიდით.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კრეატიული და გამორჩეული ინსტალაციები ჩვენს გარშემო

თანამედროვე ინსტალაციები ხელოვნების მეტადრე საიტერესო ფორმას წარმოადგენს.

1436
ნახე მეტი
ინტერიერი

რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.

2251
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575