ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ყველაზე უცნაური ტრადიციები და მათი საინტერესო ისტორია

არსებობს ის პატარა უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

1638

შობა-ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ეკლესიებში დადიან ხოლმე. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს ახალი წლის პერიოდში აერთიანებს: წინდების დაკიდება, საჩუქრების ნაძვის ხის ქვეშ დამალვა, ინდაურის ან გემრიელი საახალწლო ნამცხვრების მომზადება. თუმცა, აქვე, არსებობს ის პატარა უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

შობა-ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ეკლესიებში დადიან ხოლმე. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს ახალი წლის პერიოდში აერთიანებს: წინდების დაკიდება, საჩუქრების ნაძვის ხის ქვეშ დამალვა, ინდაურის ან გემრიელი საახალწლო ნამცხვრების მომზადება. თუმცა, აქვე, არსებობს ის პატარა უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

წყარო: hiveminer.com
წყარო: hiveminer.com

ფინელები შობა-ახალ წელს მეტად უცნაურად ხვდებიან. მათი საყვარელი აქტივობა სასაფლაოზე გასვლაა ხოლმე. გარდაცვლილი ნათესავების სახელზე სანთლების დანთება, ფინეთში ღრმად ფესვგადგმული ტრადიციაა. ასევე სასაფლაოებზე არსებობს მემორიალური დაფა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სანთელი აუნთონ იმ მიცვალებულებს, რომლებიც სხვაგან არიან დასაფლავებული. მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოები ხალხით არის გადავსებული, სიჩუმე მაინც შენარჩუნებულია. საღამოობით ეს ყველაფერი განათებულ ზღაპრულ ადგილს ემსგავსება ხოლმე. ზოგი ადამიანი ყინულისა და წყლისგან თვალწარმტაც ნატურალურ ფანრებსაც აკეთებს. ითვლება, რომ სანთლების საფლავებთან დანთება მას შემდეგ იქცა ტრადიციად, როცა ფინეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სანთლები ფართოდ გავრცელდა. ხოლო მიცვალებულების პატივისცემის ტრადიციის ფესვები, პრექრისტიანულ პერიოდში უნდა ვეძებოთ.

წყარო: finland.fi
წყარო: finland.fi
წყარო: tostevin.net
წყარო: tostevin.net

კრამპუსი - სანტას ბნელი მხარე, რომელიც თხას ჰგავს და თავადვე 20 თხა აქვს ნაჭამი. მას შეუძლია ცეცხლში გავლა, იტაცებს და სჯის ურჩ ბავშვებს. ხშირად მას აიგივებენ სატანასთანაც. ეს ის გმირია, რომელიც მსოფლიომ ძმები გრიმების ზღაპრებიდან გაიცნო. ავსტრია კი ის ქვეყანაა, სადაც ახალი წლის პერიოდში, კრამპუსის ფორმაში გადაცმული ადამიანები ქუჩებში დაიარებიან. მოხალისეებს ხელით გაკეთებული ხის ნიღბები აქვთ, ატარებენ რქებსა და ცხვრის მაგვარ კანს. ცეკვისა და ხტუნვის დროს კი ზურგზე ან წელზე დაკიდებული დიდი ზარები ხმებს გამოსცემენ.

წყარო: www.dailymail.co.uk
წყარო: www.dailymail.co.uk

მთელს მსოფლიოში გოგრის მორთვა ჰელოუინის ცნობილი ტრადიციაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ოახაკაში, მექსიკაში შობას ბოსტნეული მთავარი დეკორაციაა. თუმცა გოგრის ნაცვლად, აქ წითელი ბოლოკს იყენებენ. „Noche de Rabanos“ ანუ „ბოლოკის ღამე“ საუკუნეებზე მეტს ითვლის. შუა საუკუნეებში ესპანელების მიერ შემოტანილ ბოლოკს იშვიათად თუ ყიდულობნენ ხოლმე. ამიტომ, უამრავი ბოლოკის თავიდან მოსაშორებლად, ფერმერებმა გადაწყვიტეს ბოსტნეულისთვის განსაკუთრებული ფორმები მიეცათ. მყიდველი ძირითადად საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებულ ბოლოკს ყიდულობდა. 1879 წელს ტრადიცია ოფიციალურ დღესასწაულად იქცა. 23 დეკემბერი კი ის თარიღი გახდა, როცა შემოქმედები ან უბრალო მონაწილეები საკუთარ ნამუშევრებს ოახაკის ცენტრში გამოფენენ ხოლმე. ამ ტრადიციისთვის ბოლოკს მიწაში დიდხანს ტოვებენ, რათა დიდი გაიზარდოს. ხშირად ისინი 50 სანტიმეტრზე გრძელია და წონა 3 კილოგრამსაც კი აღწევს. პოპულარული თემებია: დაბადების სცენა, ადგილობრივი ბუნება (ალიგატორები, გველები), მაიას ტომი და ასე შემდეგ. საუკეთესო ნამუშევრის ავტორისთვის კი პრიზი 12 000 პესოს შეადგენს.

წყარო: www.ripleys.com
წყარო: www.ripleys.com
წყარო: zabugor.com
წყარო: zabugor.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

გაეცანით 3 მარტივ აქტივობას, რომელიც ჯანსაღი წესით ცხოვრებაში დაგეხმარებათ

დღეს აუცილებელია, რომ თანამედროვე ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

1363
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რა უნდა გაითვალისწინონ სახლის მოწყობისას შინაური ცხოველების პატრონებმა?

თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს.

1322
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575