არქიტექტურა

შთამბეჭდავი თანამედროვე სკულპტურები მსოფლიოს გარშემო

ჩვენი ქალაქები სავსეა მომნუსხველი მონუმენტებით, სკულპტურებით და ძეგლებით, რომლეიც თავის სათქმელს გადმოსცემენ.

1154

ჩვენი ქალაქები სავსეა მომნუსხველი მონუმენტებით, სკულპტურებით და ძეგლებით, რომლეიც თავის სათქმელს გადმოსცემენ. თუ ადრე ძეგლები და მონუმენტები ღმერთების თაყვანისცემისთვის, ცნობილი ადამიანების, გმირების და სამხედრო პირების პატივსაცემად იგებოდა დღეს, მათ სხვა დანიშნულებაც შეიძინეს. ისინი თანამედროვე ხელოვნების და აბსტრაქტული ნამუშევრების სახეს წარმოადგენენ, რომელიც კონკრეტულ ემოციებს, გრძნობებს და ამბავს გამოხატავენ და სხვადასხვაგვარად აღიქმება ადამიენების მიერ. ასეთი თანამედროვე მონუმენტები განსაკუთრებულ და ახლებურ ხიბლს სძენენ ქალაქებს და მათ ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერეო ატრაქციად აქცევენ. ბევრი მათგანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ყველაზე კრეატიული და საინტერესო სკულპტურები გაგაცნოთ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქს მეტ კულტურულ ღირებულებას სძენენ.

პეიჯ ბრედლი, „გაფართოება“ - პეიჯ ბრედლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ექსპანსია“ იგივე გაფართოებაა. ქალის ფიგურა, რომელიც ბრედლის წააგავს, ლოტოსის პოზიციაში ზის. მისი ნაპრალებიდან სინათლე გამოდის. ამას ბრედლის შემოქმედებაში სიმბოლური დატვირთვა აქვს: „იმ მომენტიდან, როდესაც ვიბადებით, მსოფლიოში სპეციალურად ჩვენთვის კონტეინერია აგებული. მათი სახელია: გენდერი, რასა, პროფესია. ხშირად ჩვენ გვსაზღვრავენ იმ კონტეინერით, რაშიც ვცხოვრობთ და არა იმით, რაც ჩვენშია. შეგვეძლება კი შევიცნოთ ჩვენი თავი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხეულებს გავაფართოვებდით?“

ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთი - მონუმენტი წარმოადგენს მემორიალს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოკლულ ებრაელებს ეძღვნებათ. ფაშისტმა მილიციელებმა სიკვდილით დასჯის წინ ებრაელებს აიძულეს ფეხზე გაეხადათ, სანაპიროზე მათ დახვრეტის შემდეგ კი ისინი მდინარეში ჩაყარეს. მათი ფეხსაცმელები კი სკულპტურის წყალობით სამუდამოდ დარჩა მდინარის სანაპიროზე.

„საკუთარი ხავსიდან გაქცევა“ - ასე ქვია ზენოს ფრუდაკის ნამუშევარს, რომელიც ფილადელფიაში, პენსლილვანიაშია განთავსებული. სკულპტურა შთამბეჭდავად გამოხატავს პიროვნების სწრაფვას თავისუფლებიკენ და ამ თავისუფლების მოპოვებას, საკუთარი შემბოჭველი ძალების დამარცხებით.

Les Voyageurs, მარსელი, საფრანგეთი - ფრანგი არტისტის ბრუნო კატალანოს მიერ შესრულებული კრეატიული და საოცრად მომნუსხველი ბრინჯაოს სკულპტურაა.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევები 21-ე საუკუნეში და მათთან გამკლავების გზები

თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე არქიტექტურა 21-ე საუკუნეში, დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ.

1614
ნახე მეტი
არქიტექტურა

5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.

1093
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575