არქიტექტურა

სიყვარულის ინსტალაციები - როგორ ხვდებიან ვალენტინობას ტაიმზ-სკვერზე?

წმინდა ვალენტინის დღეს ტაიმზ-სკვერი განსაკუთრებულად ხვდება. უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ სიყვარულის დღის აღსანიშნავად არქიტექტურული ინსტალაციები იდგმება.

1346

წმინდა ვალენტინის დღეს ტაიმზ-სკვერი განსაკუთრებულად ხვდება. უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ სიყვარულის დღის აღსანიშნავად არქიტექტურული ინსტალაციები იდგმება. წლევანდელი გამარჯვებული არანდა ლაშისა და მარსელო კოელიოს კოლაბორაციული ნამუშევარი გახდა. ეს არის 3D პრინტ-ინსტალაცია, სახელად: ფანჯარა გულისკენ. როგორც აღმოჩნდა, სამი მეტრის დიამეტრის ფრენელის ლინზები მსოფლიოში უზარმაზარია. ინსტალაცია 3D პრინტით არის დიზაინირებული, რაც საბოლოოდ გულის ფორმის ფანჯრის ფორმას გვაძლევს. ეს უკანასკნელი ირეკლავს განათებებსა და ფერებს. ნაცვლად იმისა, რომ შემქმნელებს ტრადიციული ლინზის დამზადების მეთოდი გამოეყენებინათ, როგორებიცაა, ჩამოსხმა, დაჭრა და რამდენჯემერ გაპრიალება, ინსტალაცია შექმნილია დიზაინის, მასალებისა და ფაბრიკაციის უახლესი მიღწევებით. 3D პრინტი მაღალი რეზოლუციით იბეჭდება, იყენებს ფხვიერ ფენასა და აქვს უნიკალური ზედაპირის ხარისხი. რადგანაც, ლინზები 3D პრინტით მზადდება, ის, თავისთავად, მინას ანაცვლებს. ეს კონკრეტული ინსტალაცია კი, არქიტექტორების თქმით, ჩვენი კულტურის ფიზიკური მანიფესტაციაა, იმ კულტურისა, რომელიც კამერებითა და ეკრანებით არის დავიწროებული.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

2017 წლის გამარჯვებული ინსტალაცია კი ემიგრანტების თემას შეეხო. „ერთ დროს ჩვენც უცხონი ვიყავით“ წარმოადგენს 33 მეტალის სვეტს, რომლებიც იმ კვლევის შედეგებს ასახავს, სადაც ნიუ-იორკის უცხოელი მაცხოვრებლების წარმომავლობასა და გადაადგილების ადგილებია მოცემული. როცა დამთვალიერებელი ინსტალაციას შემოუვლის, წითელი და ვარდისფერი ბლოკები გულის ფორმას ქმნის. ეს კი, თავისთავად, წმინდა ვალენტინის დღის სიმბოლოა. ინსტალაციის სახელწოდების ინსპირაცია ბარაკ ობამასგან იღებს სათავეს. ეს არქიტექტურული ნამუშევარი ემიგრანტების როლს წინა პლანზე წევს.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

„Collective-LOK“-ის ინსტალაცია კი 2016 წლის გამარჯვებული გახდა. ეს არის გიგანტური, სარკისებრი გულები, სახელად, „გულების გული“. ნამუშევარი 9 სარკისებრი ოქროს გულისგან შედგება. ისინი ერთად ალტერნატიულ პავილიონს ქმნიან, რომელიც ტაიმზ-სკვერის ცხოვრების სწრაფ ტემპს ასახავს. თითოეულ გულს შორის დაშორებაა, სადაც შეყვარებულ წყვილებს კოცნა და სურათის გადაღება შეუძლიათ. შემქმნელები მოხარულნი არიან, რომ მათი ინსტალაცია გადატვირთულ ცენტრში ინტიმურობის პერფორმანსს ქმნის.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

2015 წლის წმინდა ვალენტინის დღისთვის განკუთვნილი ინსტალაცია ვენესუელურმა ფირმა „Stereotank”-მა შექმნა. ეს არის, რა თქმა უნდა, გულის ფორმის სკულპტურა, რომელიც ხმას გამოსცემს. ეს ერთგვარი დოლია, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ სტუმარს შეუძლია. ინსტალაციის სახელია „გულისცემა“ და 6 ინსტრუმენტითაა გაფორმებული. თითოეულ დრამს უნიკალური ბგერა აქვს, რაც უამრავი რიტმისა და მელოდიის შექმნის საშუალებას იძლევა.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ანტონიო გაუდის განსაკუთრებული შემოქმედება - არქიტექტორი, რომელმაც დროს გაუსწრო

გაუდი ყველა იმ ადამიანისთვის არის ინსპირაციის წყარო, ვისაც სივრცე აინტერესებს, საკუთარი თავის გამოხატვა სურს და ადამიანის მომავალს რწმენით უყურებს.

9641
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები

ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.

1534
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575