ინტერიერი

თანამედროვე სააბაზანოს ძირითადი კონცეფციები

იმისათვის რომ სააბაზანოში სასურველი ვიზუალური ეფექტი და დახვეწილი სტილი მივიღოთ ძალიან ბევრი ესთეტიკური ფაქტორია გასათვალისწინებელი.

2448

იმის გამო, რომ სააბაზანო ოთახი რემონტის დროს, ბინის მეპატრონეების უმრავლესობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია, მისი პროექტირებისას ადამიანები ეძებენ ელეგანტურ და ამავდროულად თანამედროვე დიზაინს, რომელიც მათ სახლს კიდევ უფრო მეტად ფასეულს გახდის, სააბაზანო ოთახს კი უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩენს. საბედნიეროდ, სააბაზანო ის ოთახია, სადაც შედარებით იაფასიანი მასალითაც კი შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. თუმცა, იმისათვის რომ სასურველი ვიზუალური ეფექტი და დახვეწილი სტილი მივიღოთ ძალიან ბევრი ესთეტიკური ფაქტორია გასათვალისწინებელი.

თუ თქვენ სააბაზანოს მოწყობა თანამედროვე სტილში გადაწყვიტეთ უნდა იცოდეთ, რომ მოდერნი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. თუმცა საერთო ჯამში, როდესაც თანამედროვე დიზაინზე ვსაუბრობთ გვხდება ერთი და იგივე კონცეფცია და სტრატეგიები: გეომეტრიული ფორმები, მცირე დეკორატიული ელემენტები, ნეიტრალური ფერები და ნატურალური მასალები. დღეს რამდენიმე კონცეფციას და დიზაინერების ნამუშევარს განვიხილავთ, რომლებიც მოდერნის სტილს ძალიან დახვეწილად ქმნიან.

Thespruce.com
Thespruce.com

მოდერნის სიმარტივე - ეს სააბაზანო, რომელიც დიზაინერ სტეფანი ბაშმანის მიერაა დაპროექტებული თანამედროვე სტილის ყველა მნიშვნელოვან ნიშანს ატარებს: მარტივი გეომეტრიული ფორმები, სადაც ოთხკუთხედი და მართკუთხედი დომინირებს, თეთრის დომინაცია ნეიტრალურ ნაცრისფერთან ერთად, ბუნებრივი ქვა უკანა პლანზე და მცირედი დეკორაცია ყვავილების სახით, რომელიც ოთახს სახლის სიმყუდროვეს სძენს. რაც ყველაზე მთავარია მსგავსი დეკორი ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალოთ და თქვენი სააბაზანო ოთახი სხვადასხვა ფერადი ნივთით გააფორმოთ.

Thespruce.com
Thespruce.com

ღია დაგეგმარება (დერეკ სვოლველი)

ბევრი თანამედროვე სტილის სველი წერტილის მახასიათებელია ღია დაგეგმარება, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს გამჭირვალე მინის კედლებს საშხაპის გარშემო. ეს განსაკუთრებით მომგებიანია პატარა სივრცეებში. აქაც ვხდებით, გეომეტრიული ფორმებს ძირითადად კვადრატებში, მონოქრომული ფერის სქემას და მინიმალურ დეკორატიულ ელემენტებს.
ასევე, ძალიან პოპულარული გადაწყვეტაა ღია საშხაპე სივრცეები, რომელიც სააბაზანოში სპა ატმოსფეროს ქმნის. მსგავსი საშხაპე მინები მდიდრულად გამოიყურება, თუმცა საკმაოდ ხელმისაწვდომია. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან მინიმალური აღჭურვილობით გამორჩევა.

Thespruce.com
Thespruce.com

თბილი მოდერნი

არ არის აუცილებელი ცივი და სტერილური გარემოს შექმნა იმისათვის, რომ მოდერნის სტილი დაამკვიდროთ. ამის კარგი მაგალითია „რასალ ქოსთრაქშენის“ მიერ დაპროექტებული ეს სააბაზანო ოთახი, სადაც სივრცე არის თბილი, მყუდრო და სასიამოვნო. აქაც გვხდება გეომეტრიული ფორმები (ამ შემთხვევაში კვერცხის მაგვარი ფორმები აბაზანისა და ნიჟარის სახით). მარტივი, თბილი ფერთა გამაა და მინიმალური დეკორი ხისა და ქვის (ან მათი იმიტაციის) სახით. ამ ერთს ნამდვილად აქვს უფრო მეტი დეკორაცია, ვიდრე თანამედროვე სტილის სააბაზანო ოთახების უმეტესობას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დეკორატიული საგნები მარტივი ფორმებით გამოირჩევა.

Thespruce.com
Thespruce.com

მინიმალისტური თეთრი (ხოსე კამპოსი)

მინიმალიზმი მოდერნის მთავარი მახასიათებელია - ეს სააბაზანო ამის კარგი მაგალითია: ყველაფერი თეთრი, ფოკუსირება ფუნქციაზე და არანაირი სირბილე. ეს ოთახი, რომელიც ხოზე კამპოსმა შექმნა, მკაცრი, მაგრამ საკმაოდ მშვიდია. თქვენ მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი გონების ყოველდღიური უსიამოვნებებისგან გათავისუფლება, იმ სივრცეში, რომელშიც არაფერი გაწუხებთ.

Thespruce.com
Thespruce.com

შავ-თეთრი მოდერნი (ჯონ ვითლი)

მათ, ვინც ერთზე მეტ ფერს ანიჭებს უპირატესობას, ვურჩევ შავის და თეთრის კომბინაცია სცადონ. ასე ისინი მკაცრ და ცალსახად თანამედროვე კონტრასტს შექმნიან. ამ ოთახში შავი და თეთრი განსაზღვრავენ სივრცეს და ფორმებს ჰარმონიული მინიმალისტური ეფექტისთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ოთახში არის გეომეტრიული მოზაიკა, რომელიც ვიზუალურ ინტერესს იწვევს.

Thespruce.com
Thespruce.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ავეჯი მისაღები ოთახისთვის- საინტერესო რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

მისაღები ოთახი ის სივრცეა, სადაც სტუმრებს ხშირად ვმასპინძლობთ ხოლმე. ამიტომ ეს ოთახი კომფორტული უნდა იყოს არა მარტო მეპატრონეებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც.

1778
ნახე მეტი
ინტერიერი

აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში

აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.

1849
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575