ცხოვრების სტილი

ცხოვრების მჯდომარე წესი და მისი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების გზები

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა...

1739

მჯდომარე ცხოვრების წესი, 21-ე საუკუნის სენია. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა. კარგად დაფიქრდით და გამოთვალეთ, რამდენი ხანი გვიწევს ჯდომა? სამსახურსა თუ სახლში ჩვენ ძირითადად ვსხედვართ, რაც სულაც არ არის კარგი ორგანიზმისთვის. მეტიც, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ჯდომა სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს. შეიძლება ამას ვერ ვხდებით, მაგრამ ჩვენ დიდი რისკის ქვეშ ვართ. მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კუნთების ათროპია, ჭარბი წონა, გულის პათოლოგიები, ოსტეოპოროზი და სხვ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ფიზიკურ ზიანს გვაყენებს, არამედ ჩვენ ფსიქიკაზეც მოქმედებს. კვლევებით დასტურდება, რომ ფსიქიკურ დარღვევებსა და ფიზიკური აქტივობის დაბალ დონეს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს.

წყარო: Shutterstock.com
წყარო: Shutterstock.com

და რა უნდა ვქნათ ჩვენ იმისათვის, რომ ეს უარყოფითი პროცესი შევაჩეროთ? გვინდა თუ არ გვინდა დიდხანს ჯდომა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ამ ყველაფრის შემსუბუქება ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია გავაანალიზოთ რომ ფიზიკური აქტივობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ნუ მოგერიდებათ მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება სამსახურში. დაარწმუნეთ თქვენი თანამშრომლებიც, რომ თქვენთან ერთად ივარჯიშონ. შეგიძლიათ აკეთოთ ბუქნები - ეს ვარჯიში ტონუსში მოიყვანს კუნთებს და გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, ტორსის დახრით მარჯვნივ და მარცხნივ, ტონუსში მოიყვანთ ზურგის კუნთებს და გაიუმჯობესებთ მოქნილობას. შეისვენეთ ყოველ ერთ საათში 5 წუთი მაინც, ეს დრო კი სიარულში და ვარჯიშში დახარჯეთ.

წყარო: Apolloclinicthane.com
წყარო: Apolloclinicthane.com

არც სახლში ვარჯიში იქნება ურიგო. უნდა გადავეჩვიოთ სამსახურიდან მოსვლისთანავე ტახტზე წამოჯდომას და ტელევიზორის ან კომპიუტერის ყურებას. რაც უფრო მალე აღვკვეთ ამ მავნე ჩვევას, მით უკეთესია. შეგიძლიათ სახლში პატარა სავარჯიშო კუთხე მოიწყოთ, შექმნათ ის კომფორტული გარემო, რომელიც მეტ მოტივაციას გაგიჩენთ. არაფერი სჯობს, სახლთან ახლომდებარე პარკში სეირნობას. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყოველი წამი, იმისათვის რომ ნელ-ნელა შეეგუოთ ფიზიკურ აქტივობას.

წყარო: Shutterstock.com
წყარო: Shutterstock.com

გახსოვდეთ, ცხოვრების მჯდომარე წესი, ადრე თუ გვიან უარყოფითად აისახება თქვენზე. ის, რომ სპორტ დარბაზში სიარულის დრო არ გაქვთ არ გამართლებთ, რადგან საქმე თქვენს ჯანმრთელობას ეხება. მცირე ვარჯიშები კი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოგივათ.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ხელსაქმე, როგორც რელაქსაციის საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი მხარეები

თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე.

2187
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ყველაზე უცნაური ტრადიციები და მათი საინტერესო ისტორია

არსებობს ის პატარა უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

1781
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575